პაატა იმნაძე - შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა

პაატა იმნაძე - შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა

access_time2020-05-22 15:45:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს.

 

მისივე თქმით, ბელარუსში კიდევ გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე – შვედეთში.

 

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე ამყარებდნენ იმედს.

 

„ჯერ შემოდგომა არ არის და წიწილების დათვლა ჯერ ადრეა, მაგრამ ჯერ ერთი, როცა შვედეთს ლაპარაკობენ, ესეც საინტერესოა, ასე ვთქვათ, ერთი ფრთა ლაპარაკობს შვედეთზე, მეორე ბელარუსზე და სხვათა შორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები იყო შეზღუდვები, ვიდრე – შვედეთში. იქ პრაქტიკულად არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული  მიდგომა აირჩია“,- განაცხადა იმნაძემ.

 


თუმცა, იმნაძის თქმით. ე.წ. მიშვების პოლიტიკამ ვერ გაამართლა.

 

„კვლევა უკვე გამოაქვეყნეს შვედებმა, ის, რაც იქ იყო მეცნიერული მტკიცებულებებით. ძალიან მაღალი დონის ეპიდემიოლოგია, ვინც არის ახლა მოქმედი და მისი წინამორბედი, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის ვინც არის, ბატონი გისეკია. მათ სხვანაირი მიდგომები ჰქონდათ და იმედი ჰქონდათ ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე. საქართველოში ბევრი ჯოგს რომ უძახის, ეს პოპულაციური იმუნიტეტია, ქართულ ეპიდემიოლოგიაში მიღებული ტერმინი ეს არის.

 

ახალი გამოქვეყნებული ნაშრომებია და აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო შემთხვევები, კვლევის შედეგად 7 პროცენტია, ანუ არავითარი იმისთვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფექცია ასე ვთქვათ თავისთავად დავამარცხოთ. 70 პროცენტი უნდა იყოს. ანუ, აი ამ მიშვების პოლიტიკით, პოპულაციური 7 პროცენტზე ვერ ავიდა სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო დაავადებული.

 

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ. გარდა იმისა, თუ შევადარებთ შვედეთს მის მეზობელ დანიას, შვედეთის შედარება  საქართველოსთან ხომ არ შეიძლება, მაგრამ არც იტალიასთან შეიძლება და არც ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება ასე ვთქვათ ემოციური მოსახლეობის, ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, შვედების 50 პროცენტი ცალკე ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს, მარტო ცხოვრობს და არა დიდ ოჯახებში, როგორიც მაგალითად იტალიაშია ან სხვაგან..ამიტომ აბსოლუტურად შეუდარებელია.

 

შეიძლება, შევადაროთ შვედეთი დანიას, და მოსახლეობაზე თუ გადავიანგარიშებთ, შვედეთში ექვსჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. აი ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. და იგივე ბელარუსია, ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში, რადგან ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“,- განაცხადა იმნაძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up