თუ ახლა მაინც პირბადეს მაქსიმალურად ვატარებთ, დავიცავთ დისტანციას და თავყრილობებისგან თავს შევიკავებთ, გვაქვს იმის ალბათობა, რომ აპრილი გადავაგორეთ და ზაფხულამდე მივიდეთ ისე, რომ არ გვქონდეს მესამე ტალღა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ ალბათობა იმისა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს არის. ეს ვაქცინაცია ჯერჯერობით არაფერში ითვლება, ამიტომ თუ სხვა წესებს დავიცავთ, გვაქვს იმედი, რომ შეიძლება მესამე ტალღას ავცდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.
imedinews.ge