პაატა იმნაძე - ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა

პაატა იმნაძე - ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა

access_time2020-07-15 13:21:10

ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.

 

პაატა იმნაძის თქმით, კარანტინში მოთავსებული ადამიანებიდან ყოველდღიურად ხდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა.

 

„ადამიანები ჩამოდიან – გასაგებია, ჩვენი მოქალაქეები არიან, ბრუნდებიან, მათი უფლებაა, თავიანთ ქვეყანაში როცა უნდათ, მაშინ დაბრუნდნენ. მაგრამ ქვეყანასაც აქვს უფლება, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს. ვიცით, რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში; მოიკითხონ, რა ხდება. იგივე, ბრიტანეთში კარანტინის გავლისას სასტუმროში შენი ფულით უნდა იცხოვრო, საკუთარ კარანტინს აფინანსებ თავად. აქ სახელმწიფომ აიღო თავზე, სასტუმროებში არიან ეს ადამიანები. ნორმალური სასტუმროებია, გუდაურში იქნება, ბაკურიანში იქნება – სასტუმროები თავისი კვებით. მერე ადარებენ, ტურისტი რატომ უნდა შემოვიდესო და ა.შ.

 

რა თქმა უნდა, რისკი მეტი იქნება, მაგრამ ეს არ არის ისეთი, რომელიც არამართვადი რისკი იქნება. ტურისტი რომ მოდის, ზუსტად ვიცით, როგორ არის, სად გადაადგილდება. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია. არის ქვეყნები, საიდანაც ნებადართულია საქართველოში შემოსვლა – რადგანაც იმ ქვეყანამ არ მოითხოვა ჩვენგან ცნობა, არც ჩვენ არ ვითხოვთ, მაგრამ წინადადებას ვაძლევთ, თანახმა ხართ თუ არა, შემოსვლისას გაიკეთონ ტესტი. რა საოცარი იყო იცით? ყველა უცხოელმა განაცხადა, რომ თანახმაა. უარი განაცხადა ორმა ქართველმა, რომელსაც აქვს იმ ქვეყნის პასპორტი. დანარჩენი, თქვენთვის მომინდვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


 

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი შვილიც კარანტინშია.

 

„ჩვენი მოქალაქე რომ ჩამოვა, ოჯახი, ახლობლები ენატრება, კარანტინში არ უნდა ყოფნა. კარანტინიდან 200-მდე შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. ეს 200 შემთხვევა რას ნიშნავს, ეს 200 შემთხვევა გახდებოდა 200 ათასი ცოტა ხანში, რომ არ მოგვევლო ამ შემთხვევებისთვის და არ ყოფილიყვნენ კარანტინში. დავაფასოთ, რაც გვაქვს და მოვუფრთხილდეთ. რატომ არიან ამ კარანტინზე ასე, არ ვიცი. ჩემი შვილიც კარანტინშია ახლა, არის გუდაურში, არის მშვენიერ ჰაერზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up