დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკური მაჩვენებელი ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერ აჩერებენ. ქვეყანა არის გახსნილი. ქვეყანაში არის კორონა. მისი რაოდენობა მზარდია, კიდევ უფრო მოიმატებს. ექსპერტები რომ ლაპარაკობენ, ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება პიკური რაოდენობა შემთხვევების“, - აცხადებს იმნაძე.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში პოზიტიური ისაა, რომ კორონავირუსის პიკური მაჩვენებლის არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკურ მაჩვენებელს. იმანძე აღნიშნავს, რომ ახლა ქვეყანას კორონავირუსის პირველი ტალღა აქვს.
„პირველი ტალღა ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა იმიტომ, რომ დროულად მოხდა იმ ყველაფრის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამხელა ფორა მოგვეცა, რომ ამ ქვეყანაში პირველი ტალღა არ ყოფილა და არც არვის არ უნახავს. რეალურად, ახალ გვაქვს ჩვენ პირველი ტალღა“, - აღნიშნა მან.
საქართველოში კორნავირუსის შიდა, ფართომასშტაბიანი გადადება დაწყებულია. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსი უკვე 18 663 პირს დაუდასტურდა, მათგან 143 გარდაიცვალა.
www.radiotavisupleba.ge