პაატა იმნაძე: კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის

პაატა იმნაძე: კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის

access_time2021-11-22 10:00:00

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქსა და სამტრედიაში ღონისძიებები გაიმართა, სადაც სტუმრებს Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. მსურველებს აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეეძლოთ. ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.

ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძე და ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ხათუნა ზახაშვილი.

„სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

„53 ათას ადამიანზე მეტი არის დღეს საქართველოში კოვიდით დაავადებული. რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, საკმაოდ მოზრდილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არის დღეს ავად. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და საზოგადოებაზე. ახლა, გადარჩენის გზა სწორედ აცრებზე გადის“, - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაზე, დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე გაიარეს კონსულტაციები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაქცინებისა და იმუნიზაციის პროცესის შესახებ.


ღონისძიებებს, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალქალაქში სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა - მელქონ მაქარიანმა. სამტრედიაში კი საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, NCDC-ს საზოადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა - კოტე გვეტაძემ და ეპიდემიოლოგმა - დალი ქობულაძემ მიმართეს. ორივე ლოკაციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებმაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, მოეწყო სხვადასხვა გასართობი შოუ.

მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობები უკვე გაიმართა გურჯაანსა და მარნეულში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up