პაატა იმნაძე - ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს, ეს კორონასგან იცავს

პაატა იმნაძე - ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს, ეს კორონასგან იცავს

access_time2021-03-13 14:15:40

პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ჩამოსული ვაქცინები დღეს და ხვალ რეგიონებში გადანაწილდება.

„იმედია, ჩემი კოლეგები კარგად ათვიცნობიერებენ, რა რისკი აქვთ. მე პირადად, რაც პანდემია დაიწყო, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და დღეში ალბათ, ორ პაციენტს ვნახულობ, დღემდე თავი ისე მოვიტანე, რომ ინფიცირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები. ახლა მანქანები იტვირთება, რეგიონებში მიდის და დღეს, ხვალ, საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსული მგზავრები, ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იქ ნამყოფი პირები საქართველოში კარანტინს დაექვემდებარებიან. ამას გარდა, იმნაძის თქმით, ლუგარის ცენტრი გამოყოფილ შტამებს შესწავლის და კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. იმნაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ელექტორნულ სისტემაში მოხდება ვაქცინის შემდგომი მოვლენების აღრიცხვა.


„სტატისტიკურად ტრომბოემბეოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არაფერით განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში ტრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგნეტომ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ვაქცინაცია არ შეუჩერებია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ასეთი რაღაცები მოხდება - ვიღაც რაღაცას დაუკავშირებს. გახსოვთ ალბათ, რა ამბავი იყო ატეხილი, როცა „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში, ასეთი რაღაცები იქნება, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, ვიღაცამ შეიძლება შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი ერთია, უკვე გამოყენებულია ათეულ-მილიონობით დოზა, რომელზეც არაფერია აღწერილი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს. ერთი რამ კარგად დავიმახსოვროთ, ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს და არ იცავს ყველა დაავადებისგან, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასკვნა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ევროპის წამლის სააგენტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ვაქცინა კორონას საწინააღმდეგო სხვა დაავადებებისგან არ იცავს, ამიტომ რაღაც დაავადება თუ ჰქონდა ადამიანს, ვაქცინის შემდეგ, თუ რაღაც უიშვიათესად მოხდა, ეს ვაქცინის გამო მოხდას არ ნიშნავს“, - განაცხადა იმნაძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up