პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქრთველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას.
“დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას.
პაატა იმნაძის თქმით, დღევანდელი თაობა პირბადეების ნაირსახეობებით განებივრებულია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველგან დეფიციტია.
„ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ, მათ შორის ჩემი სამსახური ამ პირბადეებს ვიყენებდით. ასევე ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ ყვავილის ვირუსზე. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად“- განაცხადა პაატა იმნაძემ.