პაატა იმნაძე დამსაქმებლებს: მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ

პაატა იმნაძე დამსაქმებლებს: მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ

access_time2020-03-02 09:55:27

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დამსაქმებლებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში სამსახურებში არ დაუშვან თანამშრომლები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურეს.ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.


მან ადამიანებს, ვისაც სიმპტომი არ აქვს, მაგრამ იმყოფებოდნენ ჩინეთში, კორეაში, ირანსა და იტალიაში, თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.


ვინც ჩამოდის და არავითარი სიმპტომები არ აქვს, თხოვნა გვაქვს მათთან, ეს არის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თანამოქალაქეებს და დარჩნენ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში. პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდების უმრავლესობა ამ დაავადებას საკმაოდ ადვილად გადაიტანს, პრობლემა არის ჩემი ასაკის ადამიანებისთვის, ამიტომ მოუფრთხილდნენ მშობლების თაობას და მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. იმ სამსახურის ხელმძღვანელებს, ვინც იციან, რომ მათი თანამშრომლები დაბრუნდნენ, ვთქვათ, იტალიიდან, უბრალოდ მოვუწოდებ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი არ დაუშვან სამსახურებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება სხვა თანამშრომლებისთვისაც, - თქვა იმნაძემ.


მისივე განმარტებით, საქართველომ, ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, კორონავირუსის შემთხვევები საზღვარზევე გამოავლინა და ამით ბევრ ადამიანს საფრთხე აარიდა. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს ერთი ადამიანისგან ვირუსის მეორეზე გადაცემა ქვეყნის შიგნით, რადგან შემდეგ სახელმწიფოს სხვა ეტაპზე გადასვლა მოუწევს.


ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მზად არის სახელმწიფო სხვა რეჟიმისთვის, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ახალი საავადმყოფოები მზადების პროცესშია.



მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე კორონავირუსზე ჯამში 150-მდე ადამიანია გამოკვლეული და ვირუსი მხოლოდ სამს დაუდგინდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს შეუძლიათ თავისუფლად დაბრუნდნენ სახლებში. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეა და ამ პერიოდში შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს, ამიტომ ტარდება განმეორებითი ანალიზებით.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა ვაქცინაზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსოფლიოში 20-მდე კომპანია მუშაობს, პარალელურად, 2 მარტს, ამერიკის პრეზიდენტი ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა, პაატა იმნაძის თქმით, ამ სეზონზე ვაქცინა არ იქნება და ამის იმედი ნუ გვექნება.


რაც შეეხება მედიკამენტებს, იმნაძე აღნიშნავს, რომ მუშაობა ამ საკითხზეც მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატი გამოიცდება, მათ შორის, C ჰეპატიტის პროგრამაში საქართველოს პარტნიორი კომპანია გილეადის წამალიც.


ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.


ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


tabula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up