პაატა იმნაძე - არავის უთქვამს, სახლში კონდიციონერი არ ჩართოთო, საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი კონდიციონერის გამოყენებაზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს

პაატა იმნაძე - არავის უთქვამს, სახლში კონდიციონერი არ ჩართოთო, საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი კონდიციონერის გამოყენებაზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს

access_time2020-06-05 22:37:08

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელ ონლაინკონფერენციაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების გამოყენების აკრძალვის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.


მისი თქმით, აშშ-ში ჩატარებული კვლევის გარდა, ჯერჯერობით არ არსებობს რამე მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მიუთითებდა, რა შეიძლება მოხდეს კონდინცირების გამოყენებისას.


იმნაძის თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეყრდნობა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ კონდინციონერის გამოყენება დაავადების გადადების რისკს ზრდის.


პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ კონდიციონერი რისკებს არ ქმნის, მთავრობას ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისი გამოყენების რეკომენდაციას ვერ მისცემენ.


პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.


„ბევრი დისკომფორტი შეექმნა თითოეულ ჩვენგანს ბევრ საკითხში, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იმისთვის, რომ დაგვეცვა მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაშინ, როცა ფაქტობრივად არაფერი ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და მივდიოდით სხვა ქვეყნების გამოცდილებით, პრაქტიკის გამოყენების და წინაპრების მიერ დატოვებული ცოდნით, სამწუხაროდ, დისკომფორტი მოგვიწია, რომ გამოგვეყენებინა გამოცდილი მეთოდები.



რაც შეეხება კონდიცირების თემას, ჯერჯერობით არ არის რაიმე მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გვეტყოდა, რა შეიძლება მოხდეს კონდინცირების გამოყენებისას, გარდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფციალური დოკუმენტებისა, რომლებიც ეყრდნობიან ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, რომელმაც აღწერა ერთი დიდი აფეთქება რესტორანში, რომელსაც ჰქონდა კონდიცირება. იქ სხვა ფაქტორები გამოირიცხა, დარჩა ის, რომ კონდიციონერებმა შეუწყო ხელი აფეთქების ფართო გავრცელებას ამ რესტორანში, როცა რესტორანში მყოფი პრაქტიკულად ყველა დაავადდა. ამას ეყრდნობა ჯერჯერობით შეერთებული შტატების დაავადებათა კონტოლის ცენტრი.


მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანას არ შეუძლია ასეთი კვლევების ჩატარება. ჩვენი ამერიკელი კოლეგები და იქ არის სპეციალური ასოციაცია –  გათბობის, კონდიციონერებისა და გაციების სპეცილისტთა ამერიკული ასოციაცია ატარებს საკმაოდ ფართომასშტაბიან კვლევას, რათა ნახონ, რა მოხდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ კონდიცირებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრებაა.


„ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით. ველოდებით მტკიცებულებებს, რომ ამით რისკი არ იზრდება. იმედია, მალე დაიდება მტკიცებულებები“,- განაცხადა იმნაძემ.


ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტი განცხადებებში თავისუფალია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული პასუხისმგებლობა ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციაზე, რასაც მთავრობას აძლევენ.


„მე რომ თავისუფალი ექსპერტი ვიყო, იმდენ რამეს ვიტყოდი, რადგან შემდეგ ჩემი პასუხისმგებლობა აღარ იქნებოდა. ჩვენ რომ აქ რაღაცას გადავწყვეტთ და ვურჩევთ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს, შემდეგ პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში, როგორი იქნება ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა რეკომენდაცია მეცნიერულ მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როცა პასუხისმგებლობა არ გაქვს, როცა პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ სჯობს, უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიდრე შენი ქმედების გამო, ერთი ადმაიანიც კი მოკვდეს საქართველოში“,- განცხადა პაატა იმნაძემ.


ამასთან, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ აკრძალვა არ ეხება ყველა კონდიციონერს.


„ეს არ ეხება ყველა საკონდინციერო სისტემას, ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო კონდიციონერს, ოჯახში მაინც ერთად ვართ. მართალია, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, მაგრამ სახლში კონდიციონერები არ ჩართოთო, არავის უთქვამს. ლაპარაკია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენებაზე, აქვე დავაზუსტებ, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს. არსებობს კონდიციონერები, რომლებსაც გარედან შემოაქვთ ჰაერი და ა.შ. სისტემები ბევრია, მე ვამბობ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებზე, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ ზრდის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, რეკომენდაციებს, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდიციონერები იქნას გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ“,განაცხადა პაატა იმნაძემ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up