პაატა ცაგარეიშვილი: წარმოუდგენელია ფოთის ნავსადგური აღმოჩნდეს - „ღრმაწყლოვანი“

პაატა ცაგარეიშვილი: წარმოუდგენელია ფოთის ნავსადგური აღმოჩნდეს - „ღრმაწყლოვანი“

access_time2019-06-12 09:00:08


 ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ორი „ღრმაწყლოვანი“ ნავსადგური, ამ თვალსაზრისით, აუცილებელია მკაფიოდ განიმარტოს რამდენად შესაძლებელია, ფოთმა იტვირთოს „ღრმაწყლოვანი“ ნავსადგურის ფუნქცია, ან რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს  ღრმაწყოვანი ნავსადგური. აღნიშნულ  საკითხებზე „კომერსანტს“  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  HAB Georgia ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი ესაუბრა. 


მისი ინფორმაციით,  საპასპორტო მონაცემებით ფოთის ნავსადგურის შესასვლელი არხის სიღრმე, რომელიც ინტენსიური დასილვით ხასიათდება, შეადგენს 13 მეტრს, აღნიშნული სიღრმის შენარჩუნება - ფსკერის გასაღრმავებელი რეგულარული სამუშაოებით ნარჩუნდება. ამჟამად, ნავსადგური იღებს მაქსიმუმ  10.5 მ - მდე   წყალშიგის, 240 მ - მდე სიგრძის 35 მ - მდე სიგანის გემებს. შედარებისათვის ნოვოროსიისკის და ოდესის ნავსადგურში 10 000 TEU ტევადობის გემების პარმეტრები მნიშვნელოვანად აღემატება ფოთის არსებულ პარამეტრებს 12.7 – 316 – 45.


  როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთით გაფართოების პირობებში, ახალ აკვატორიაში შესაძლებელი იქნება   მსხვილტონაჟიანი გემების მაქსიმალური საპროგნოზო 50 000 ტონა დედვეიტის მიღება, შეარებისათვის ოდესის ღრმაწყლოვან ნავსადგურმა 2018 წელს 117 000 ტონა დედვეტის CASCO Shiping PANAMA კონტეინერმზიდი მიიღო.  თუნდაც გემების ამ მახასიათებლებით ფოთის ნავსადგური ვერ იქნება „ღრმაწყლოვანი“. გარდა ამისა ახალ ნავსადგურის აკვატორია რომლის ფართობი 17. 5 ჰექტარია, 270 მეტრზე გრძელი გემის წრიულად შემობრუნება დაუშვებელია.

 

 კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია,  ფოთის ნავსადგურის ახალ აკვატორიაში, დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად   ნავსადგური გახდეს „ღრმაწყლოვანი“ ?-ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ  სასურველი სიღრმეების მიღწევა, რითაც ფოთის ნავსადგური შეძლებს, „ღრმაწყოვანი“ ნავსადგურებისათვის დამახასიათებელი წყალწყვის გემებას მიღებას, მუდმივად მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, გარდა ამისა სათუოა რამდენად შესაძლებელი იქნება არსებული ხელოვნური  ნაგებობების ირგვლივ დაღრმავება და ამ ნაგებობების  მდგრადობის შენარჩუნება, გასათვალისწინებელია სირთულეები - გემების მანევრირებისას და  საბუქსირე უზრუნველყოფისას.



 მისი ინფორმაციით,  ახალი ნავსადგურის შიდა აკვატორიის  17.5 ჰექტარ ფართობს იკავებს, სადაც ჭარბობს 4-6 მეტრის სიღრმეები, იმისათვის, რომ არ დაირღვეს მომიჯნავე ჰიდროტექნიკური ნაგებობების სიმტკიცე და მიღწეული იქნეს 13 მეტრიანი დაღრმავება, აუცილებელია აკვატორიის დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზე დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება. ბუნებრივია, მაქსიმუმ 13-მეტრიანი დაღრმავება ვერ ჩაითვლება „ღრმაწყლოვანი“ ნავსადგურისათვის მისაღებ კრიტერიუმად, როდესაც ნოვოროსიისკის და ოდესის ნავსადგურებში 17 – 21 მეტრამდე მერყეობს დაღრმავების მაჩვენებელი.


 „ფოთის არსებული  ნავსადგურის  ინტენსიური დასილვის პირობებში, იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს საპასპორტე 13-მეტრიანი სიღრმე, აუცილებელია წელიწადში საშუალოდ 700 000 მეტრ კუბი მიწის ამოხაპვა (1 მეტრ კუბის ამოხაპვის ღირებულება 3 აშშ დოლარია). ინტენსიური დასილვის პირობებში 13 მეტრამდე საპროექტო ნიშნულის მისაღწევად, მხოლოდ ნავსადგურის საკუთრებაში მყოფი მიწა ხაპია „ნიკო ნიკოლაძის“ გარდა, აუცილებელი იქნება პარალელურ რეჟიმში დამატებითი მიწახაპიის დაქირავება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ფინასურ დანახარჯებს. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, მუდმივად მზარდი დანახარჯების პარალელურად, წარმოუდგენელია ფოთის ნავსადგური აღმოჩნდეს - „ღრმაწყლოვანი“, -აღნიშნავს ცაგარეიშვილი. 


 კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფოთის ნავსადგურმა თავისი  ტექნიკური მაჩვენებლებით, შესაძლოა ვერ შეასრულოს „ღრმაწყლოვანის“  ფუნქცია, ანაკლიის ნავსადგურთან მიმართებით რომელ „ნიშაში“ შესაძლოა  დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი? ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ  აქ გადამწყვეტია ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. მისი განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში უნდა იქნეს გაწერილი, ფოთის და ანაკლიის ნავსადგურების როლი და ადგილი ტვირთნაკადების გადანაწილების ერთიან სქემაში, რომელიც უპირველს ყოვლისა მიმართული უნდა იქნეს, არსებულ ნავსადგურებს შორის ტვირთების ოპტიმალურ  გადანაწილებაზე. გასათვალისწინებელია თუნდაც უკრაინის გამოცდილება.

 

ცაგარეიშვილის  მტკიცებით, პირველ რიგში -  ფოთის ნავსადგურმა, სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს რუსეთ - უკრაინას შორის არსებული დაპირისპირება. კერძოდ, რუსეთზე გამავალი ვოლგა -  დონის სამდინარო  არხით მცურავი გემებისათვის რომელთა ტვირთნაკადი ევროპაში, უკრაინის ნავსადგრებიდან  მიემართებოდა, მოაწყოს „ზღვა - მდინარე“  ბრტყელდონიანი გემების მისაღებად  სათანადო ინფრასტრუქტურა. ასეთ ვითარებაში, იმ ტვირთნაკადმა , რომელმაც, ჩვენი დერეფნით -  ხმელეთით ვერ გაიარა, ირიბად მაინც ფოთის ნავსადგურში აღმოჩნდება.


 მეორე - თუ ანაკლიის ნავსადგური, ძირითადად, აქცენტირებული იქნება ჩინეთის ნავსადგურებიდან (შანხაი, ლიუნანგანი და ა.შ.)  8 000 - 10 000 TEU წყალწყვის გემებით პირდაპირი მიმართულებით -  საზღვაო გადაზიდვებზე, რადგანაც, ჩინეთიდან  3 000 -  4 000  TEU იანი გემების ევროპაში გაგზავნა ეკონომიკურად არარენტაბელურია, ფოთის ნავსადგურმა, გაფართოების შედეგად, საპროგნოზო ტექნიკური პარამეტრების შესამაბამისად, აუცილებელია გაზარდოს   კონტეინერმზიდების დატვირთვიანობა 1 500 TEU დან  3 000 – 4 000 TEU მდე, რითაც შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შეამციროს ტარიფები და გაზარდოს რენტბელობა.           

               

სოფო ქსოვრელი 





ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up