პაატა ცაგარეიშვილი: “ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება კრიტიკულ ნიშნულზეა“

პაატა ცაგარეიშვილი: “ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება კრიტიკულ ნიშნულზეა“

access_time2018-05-14 09:00:33

ქვეყნის სატრანასპორტო სექტორში  არსებულ კრისიზე „კომერსანტთან“ HUB GEORGIA – ს ექსპერტი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  პაატა ცაგარეიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს სატრანსპორტო გადაზიდვები ძალიან რთულ მდგომარეობაშია.


 

უფრო მეტიც, როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ის მიმზიდველობა რაც სახელმწიფომ პრიორიტეტულად გამოაცხადა, კარგავს მიმზიდველობა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირება კრიტიკულ ნიშნულზეა. ცაგარეიშვილის განცხადებით, აქედან გამომდინარე,სახლემწიფოს მხრიდან ყველაფრის მინდობა და ყველა ძალაუფლების დელეგირება რკინიგზაზე და ნასვადგურებზე, არაგამართლებულია.


 

„სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს დამატებითი თამაშის წესები. ამის პრეცენდენტი არსებობს.როდესაც მეზობელ აზერბაიჯანში  ტვირთნაკადების შემცირება იყო, შექმნეს სატრანზიტო გადაზიდვების საკოორდინაციო საბჭო. ამან დადებითი ბიძგი მისცა და თითქმის 7-8 ჯერ გაიზარდა გადაზიდვების მოცულობები. შესაძლოა, სახელმწიფომ საკანონმდებლო მიმართულებითაც იმუშაოს. მაგალითად, დააწესოს ტრანზიტული კანონი, ექსპედიტორების დაცვის შესახებ კანონი და ასე შემდეგ. სახელმწიფო დღეს პასიურ მდგომარეობაშია.


 

„ეკონომიკის სამინისტროში არის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენეტი, სადაც 15-20 ადამიანია დასაქმებული.ასეთი პოლიტიკური და მართვითი გადაწყვეტილებების მიღება მათი მხრიდან ვერ ხერხდება. ეს ხალხი თავისი კვალიფიკაციით და კოორდინაციის ხარისხით არ არიან მაღალ დონეზე. მათი ფუნქცია უფრო ლოკალურ დონეზეა“-აცხადებს ცაგარეიშვილი.


 

მისი თქმით, იმ  ვითარებაში, როცა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში  ტვირთნაკადები მცირდება (სატრანზიტო ტვრითი საქართველოს რკინიგზაზე დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა), ასევე შემცირებულია როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო და საიმპორტო გადაზიდვები, ეს ყველაფერი საქართველოს ნავსადგურებზე აისახება.



 

„როდესაც ტვირთნაკადები მცირდება, ოპერატორი კომპანიები, ამ შემთხვევაში ნავსადგურები და ასე შემდეგ, მიუღებელ ფინანსურ შემოსავლებს, რომელიც კლებადი ტვირთბურუნვიდანაა გამოწვეული, რამით აკომპენსირებენ. კერძოდ, ან თანამშრომლების შემცირებით, ან ტარიფების ზრდით,“-აცხადებს ცაგარეიშვილი.


 

მისივე ინფორმაციით, სწორედ დაკომპენსირების გამო 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა (ფოთი, ბათუმი, ყულევი) ტვირთების გადამუშავების ტარიფები  თითქმის 30-40 პროცენტამდე გაზარდეს. ეს ძირითადად ნავთობს და ნავთოპროდუქტებს ეხება.


 

როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ტარიფების ზრდას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც.კერძოდ, ანალოგიური მოხდა კასპიის ზღვაზეც, საიდანაც ნავთობი ცენტრალური აზიიდან მოდის. ამ ყველაფერმა ბოლო 3-4 თვეში გამოიწვია ის, რომ მნიშვნელოვანი ტვირთები, მათ შორის ნავთობის ტვირთები არა ჩვენი დერეფნით, არამედ სხვა მიმართულებით წავიდა.


 

„მაგალითად, ნავთობმა რუსეთის მიმართულებით დაიწყო საირული,გოგირდმა ბატლტიისპირეთსა და რუსეთის მიმართულებით,რიგმა ტვირთებმა საერთოდ ირანის მიმართულებით გადაინაცვლა. ამ ქმედებამ ტვირთების სხვადასხვა მიმართულებით გადანაცვლება გამოიწვია,“-აცხადებს ცაგარეიშვილი.


 

მისივე მტკიცებით, არანაკლებად რთულ მდგომარეობაა საავტომობილო გადაზიდვების მიმართულებითაც.

 

კითხვაზე,რამდენად რეალურია იმაზე საუბარი, რომ დღეს ტრანსპორტის სექტორი (მათ შორის საზღვაო) ოკუპირებულია არაფორმალური მმართველობის მიერ, რის შედეგადაც განახევრებულია ტვირთბრუნვაც და მთლიანად კრიზისია სექტორში, ცაგარეიშვილი განმარტავს,რომ სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიები საქმიანობის დროს სსხვადასხვა ბარიერებს  აწყდებიან, ეს კი  მათ სხვადასხვა მიმართულებით გზების ძიებას აიძულებს.


„კომერსანტი“ 

 

 




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up