რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს Lapis Lazuli კორიდორი საქართველოს

რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს Lapis Lazuli კორიდორი საქართველოს

access_time2018-12-27 11:00:21

საერთაშორისო კორიდორ Lapis Lazuli-ის პირველი სატრანზიტო ტვირთი აზერბაიჯანში შევიდა. იმის ფონზე, რომ საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა ბოლო რამდენიმე წელიწადია პერმანენტულად იკლებს, კომერსანტი დაინტერესდა ახალი მარშუტი საქართველოს რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს წევრი, ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი პირველი სატრანზიტო ტვირთი აზერბაიჯანში შესვლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე დიდი მოცულობის გადაზიდვები ამ მიმართულებით მოსალოდნელი არ არის.

 

„დღეს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი ვეძებთ დამატებით ტვირთების მოძებნის შესაძლებლობას, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ბოლო 5 წელიწადი ტვირთნაკადები შეუჩერებლივ გვიმცირდება. აუცილებელია სახელმწიფომ ალტერნატივა მოძებნოს იმისა, რომ მილსადენში გადამისამართებული ნავთობ ნაკადი ჩანაცვლდეს მშრალი ტვირთებით. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ცენტრალური აზიიდან, კონკრეტულად ავღანეთიდან დამატებითი ტვირთი, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა. გამომდინარე აქედან, ახალი ტვირთების მოიძიება დღეს თუ არა ახლო პერსპექტივაში, 2-წლიან ჭრილში დადებით ეფექტს მოგვცემს. ციფრებზე საუბარი წარმოუდგენელია  მაგრამ ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში არსებობს სახელშეკრულებო ბაზისი  ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ამას გაგრძელება სჭირდება“,- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

 

პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, იმის თქმა, რომ გადაზიდვას სისტემური ხასიათი ექნება ჯერ ნაადრევია. ექსპერტი აცხადებს, რომ ტვირთების მოცულობის გასაზრდელად აუცილებელია საავტომობილო გადაზიდვა სარკინიგზოთი შეიცვალოს.

 


მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გადაზიდვის ნაცვლად სარკინიგზო გადაზიდვები დაიძრას, ანუ საუბარია მასშტაბურ გადაზიდვებზე. საავტომობილო გადაზიდვა ქმნის წინაპირობას, რომ ადვილად გადავიდეთ ტვირთების არსებობის ვითარებაში სარკინიგზო გადაზიდვებზე. სარკინიგზო გადაზიდვებისთვის უკვე გვაქვს ძალიან კარგი ინსტიტუციონალური სატარიფო მექანიზმი შემუშავებული. თუნდაც ტრანსეკას ფარგლებში ფასების დაკლების უკვე მიღწეული შეთანხმება, არის კარგი წინაპირობა იმისა, რომ განვავითაროთ ეს დერეფანი. ამ დერეფანს კიდევ გააჩნია დადებითი განშტოება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით და თურქეთის ჩართვაც შეიძლება ამ გადაზიდვაში. მთლიანობაში შესაძლებელია ამ პროექტს სახელმწიფოსთვის დადებითი ეფექტი ჰქონდეს“,- განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.



მარიამ ტიტვინიძე

 

 

 

 

 





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up