პაატა ბაირახტარი: „ ევრო 5 ხარისხის საწვავი ადგილობრივ ნავთობკომპანიებს აქამდეც შემოჰქონდათ, შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“

პაატა ბაირახტარი: „ ევრო 5 ხარისხის საწვავი ადგილობრივ ნავთობკომპანიებს აქამდეც შემოჰქონდათ, შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“

access_time2019-05-01 18:00:48

"საწვავის ხარისხი ევრო 5-ზე უნდა ავიყვანოთ და სხვა დაბალი ხარისხის საწვავს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხს მე დავაყენებ და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღებ." —  საწვავის კონტროლი თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე დააანონსა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა შეიცვლება ბაზარზე საწვავის ხარისხის ევრო 5-ზე გადაყვანის შემდეგ და აისახება თუ არა ცვლილება ფასებზე - ამ თემაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს ვესაუბრეთ.  


როგორც ბაირახტარი განმარტავს, ევრო 5 ხარისხის საწვავი ადგილობრივ ბრენდულ ნავთობკომპანიებს აქამდეც შემოჰქონდათ და დღესაც ყიდიან. ამით თავს ხშირად იწონებენ კიდეც. შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ამიტომ, ჩემი აზრით, ახალ კანონს უფრო ფორმალური დატვირთვა ექნება.


„დღეს საწვავის ხარისხს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკონტროლებს. თუმცა არსებული სტანდარტების მიხედვით სავალდებულო არ არის ევრო-5-ის საწვავის შემოტანა. შესაბამისად, აღნიშნული უფრო კერძო კომპანიების კეთილნებაზეა დამოკიდებული. უბრალოდ, შეიძლება დავუშვათ, რომ არაბრენდულ ნავთობკომპანიებს შეიძლება უფრო დაბალი ხარისხის საწვავი შემოჰქონდეთ და რეგულაციაც უფრო მათზე აისახება. რეალურად კანონის შემოღებით, ნავთობპროდუქტი საზღვარზე გაკონტროლდება, ანუ საბოლოოდ მაინც უფრო ფორმალური მხარე აქვს ამ ყველაფერს“.


კითხვაზე, საწვავის ევრო 5-ზე გადაყვანა აისახება თუ არა ფასებზე, პაატა ბაირახტარის მტკიცებით, ეს შეუძლებელია. სხვა საკითხია, ბრენდული ნავთობკომპანიების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები:



„აქამდე ნავთობკომპანიები მუდმივად აპელირებდნენ, რომ მათი პროდუქტი ევრო 5-ის ხარისხისაა და თუ მართლა ასეა, მაშინ საწვავი ნამდვილად არ გაძვირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ გვატყუებდნენ“.


რაც შეეხება, ხარისხის დონეს, ევრო 5-ის შესაბამისი საწვავი საერთაშორისო ბაზარზე შედარებით მაღალ სტანდარტს გულისხმობს. ანუ პროდუქტში გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები (ტყვია და ა.შ.) შედარებით ნაკლებია.


„არსებობს ევრო 5-ზე უფრო მაღალი სტანდარტებიც (ევრო 6 ან ევრო 7) და ყველა მათგანში დონეების მიხედვით ნაკლებია მავნე და საშიში ნივთიერებების რაოდენობა. შესაბამისად, ნაკლებად ზიანდება გარემოც და ტექნიკაც. მაგალითად, ევროპაში ძირითადად მოიხმარენ ევრო 6-ის ხარისხის დონეს, ევრო 7-ის შემოღება კი დაგეგმილია 2025 წელს. საქართველოსთვის ორივე სტანდარტი ძალიან შორეული პერსპექტივაა და ამას ათეული წელი დასჭირდება. თუმცა ევრო 5-ის საწვავიც საკმაოდ კარგია,“ - ამბობს პაატა ბაირახტარი.  


შეგახსენებთ, საწვავის ევრო 5-ზე გადაყვანის ვალდებულება თბილისის მერმა დღეს დაანონსა. 


სალომე ლემონჯავა



სალომე ლემონჯავა







ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up