აფბას ვიცე-პრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტს პასუხობს: „თავის ქების დრო არ არის, ბატონო კობა“

აფბას ვიცე-პრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტს პასუხობს: „თავის ქების დრო არ არის, ბატონო კობა“

access_time2020-04-30 11:30:58

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებას უკავშირდება.


„კომერსანტი“ პაატა ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ეროვნული ბანკის დღევანდელ პათოსს, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით.


დიახ, განსაკუთრებული დროა და ასეთი კრიზისის გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. როდესაც უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშნველოვნად იზღუდება ეკონომიკაში და ადგილობრივი ვალუტის უნდობლობა დეპოზიტების დოლარიზაციას ზრდის, მნიშნველოვანია მოხდეს იმ ბუფერების გამოყენება, რომელიც სისტემამ წლების განმავლობაში აგროვა. დიახ, მნიშვნელოვანია მოხდეს რეზერვების შემცირება, რათა ის რესურსი რომელიც გვაქვს და დაბლოკილია ჩავუშვათ ეკონომიკაში და დავაკმაყოფილოთ დოლარზე მოთხოვნა. ეს მოკლევადიანი გადაწყვეტილება, როგორც თქვენ უწოდებთ, გამოიწვევს დოლარის რესურსის ზრდას ეკონომიკაში (საბანკო სექტორის მულტიპლიკატორის ეფექტით) და გაანეიტრალებს გაუფასურების მოლოდინებს, რაც უკვე გრძელვადიანი პერიოდის მდგრადობისთვის არის მნიშნვნელოვანი. კურსთან თამაშის დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენნაირ ეკონომიკაში გაცვლითი კურსის მიერ შოკების შეწოვის უნარი შეზღუდულია, და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ;

გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პოლიტიკა და ასეთივე უნდა ყოფილიყო თქვენი დე-დოლარიზაციის პოლიტიკაც, რომლითაც ასე ამაყობთ. შეხედეთ დოლარიზაცია როგორ იცვლებოდა ისტორიულად. დოლარიზაცია გაცილებით სწრაფად მცირდებოდა მანამდე, სანამ თქვენ მიიღეთ საბაზრო ძალების წინააღდეგ მიმართული დე-დოლარიზაციის ღონისძიებები. მხოლოდ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით სესხების დოლარიზაცია 2002-2008 წლებში 23 პროცენტულ პუნქტზე მეტად შემცირდა, ხოლო 2009-2014 წლებში შემცირება თითქმის 18 პროცენტული პუნქტი იყო. მას შემდეგ რაც თქვენი ღონისძიებები აამოქმედეთ, დედოლარიზაციის შემცირების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და 10 პროცენტული პუნქტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია გაცილებით მაღალია დღეს ვიდრე ეს იყო 2014 წელს. სანამ ბაზარზე აქტიურად ჩარევას დაიწყებდით რამდენიმე ფაქტორი უნდა გაგეთვალისწინებინათ:


1) წარმატებული დე-დოლარიზაციისთვის განვითარებული კაპიტალის ბაზარი და ჰეჯირების ინსტრუმენტები არის მნიშნველოვანი, რომელიც არ გვაქვს და მითუმეტეს არ გვქონდა 2016-2017 წლებში;


2) წარმატებული დე-დოლარიზაციისთვის მნიშნველოვანია ადგილობრივი ვალუტის სანდოობა, რომელიც არ გვაქვს და შევხედეთ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელს რათა დარწმუნდეთ ამაში;

3) წარმატებული დე-დოლარიზაციისათვის მნიშვნელოვანია კურსის ორმხრივი მერყეობა (გაუფასურებისკენაც და გამყარებისკენაც), რომელიც არ გვაქვს და შეხედეთ ტრენდს 2014 წლიდან დღემდე, რათა დარწმუნდეთ.

4) წარმატებული დე-დოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკის ადეკვატური გადაწყვეტილებები და არა მაგალითად 2019 წლის იანვარში შემოღებული უცხოური ვალუტის ოფცია, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე ჰქონდა და ბაზარს კურსის გაუფასურების სიგნალს აძლევდა;

5) წარმატებული დე-დოლარიზაცია ძირითადად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ემყარება და ამისათვის გრძელვადიანი პოლიტიკაა საჭირო და არა 2 წელში დოლარიზაციის შემცირების სურვილი.


და ბოლოს, თუ დოლარიზაციის ღონისძიებებით კურსს აუფასურებთ, ეს დეპოზიტების დოლარიზაციას ზრდის გაუფასურების მოლოდინებით და ამასთან, სესხების დოლარიზაც იზრდება, რადგან დოლარის სესხების ლარში ღირებულება იზრდება და კოეფიციენტიც უარესდება.


თავის ქების დრო არ არის, ბატონო კობა.

პ.ს. მოკლედ არ გამომივიდა”, – წერს პაატა ბაირახტარი.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გუშინ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის წახალისების „წამალი“ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების ან საერთოდ, განულების მეთოდი არ გამოდგება.







ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up