პაატა ბაირახტარი: საწყენია თუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ლარის დღვანდელი მდგომარეობა მხოლოდ კრიზისის ბრალია

პაატა ბაირახტარი: საწყენია თუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ლარის დღვანდელი მდგომარეობა მხოლოდ კრიზისის ბრალია

access_time2020-05-18 14:45:43

ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და ბოლო რამდენიმე კვირაა ერთი დოლარი 3.20 ლარის ფარგლებში ივაჭრება. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმეთვიან მონაკვეთში ეს ლარის ყველაზე სტაბილური პერიოდია. არის თუ არა ეს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული, ამის შესახებ „კომერსანტი“ ეკონომისტსა და „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ესაუბრა.


როგორც ბაირახტარი მიიჩნევს, ძნელია დღეს იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა იყოს ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული. თუმცა, დასძენს, რომ აღნიშნულ მაჩვენებელზე კურსის შენარჩუნება, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ფასების საერთო დონეზე.


„პირველ რიგში, ტერმინი წონასწორობის ახალი ნიშნული, ჩემთვის მიუღებელია და ავხსნი, რატომ. - გავიხსენოთ ახლო წარსული, როდესაც არც ვირუსი არსებობდა და არც ეგზოგენური ფაქტორები მოქმედებდნენ ჩვენს ეკონომიკაზე. მეტიც, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვქონდა და ლარი რამდენიმე ათეული პუნქტით უფასურდებოდა. ამის ფონზე გამოვიდოდნენ მონეტარული, თუ ფისკალური ხელისუფლების წარმომადგენლები და გამოგვიცხადებდნენ, რომ ეს იყო ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული. არავის უჩნდებოდა კითხვა, - თუ ყველაფერი წესრიგში იყო, მაშინ რატომ იწყებდა ლარი ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას და თანაც რატომ იყო ეს ნიშნული, აქამდე არსებულზე, რამდენიმე ათეული პუნქტით უფრო გაუფასურებული.


დღესაც იგივეა, - საშუალოდ ბოლო 3 თვეში თითქის 80 პუნქტით დაეცა ეროვნული ვალუტა და ერთადერთ არგუმენტს ვისმენთ, რომ თურმე კრიზისია და ამიტომ ეცემა ლარის კურსიც. საწყენია, თუ ვინმეს ამის მართლაც სჯერა. კრიზისი მთელს რეგიონსა და მსოფლიოშია, თუმცა ლარი რეგიონში ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა. მესმის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა სავალუტო შემოდინებები და ლარზე ეს ასახვას ჰპოვებდა. მაგრამ ანალოგიური და უფრო რთული მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკები მნიშვნელოვანწილად არიან დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე. მაგალითად რუსეთი, რომლის მშპ-ს ფორმირებაში ნავთობის ექსპორტს 15%-ზე მეტი უჭირავს, აზერბაიჯანი, რომელიც ასევე ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული და ამ პერიოდში ყველა კარგად ვხედავთ ნავთობის ფასის ისტორიულ დაცემას. მეტიც, ისტორიაში პირველად გავიდა ნავთობის ფასი მინუსში. როგორ გგონიათ, ამ ქვეყნებზე საგარეო შოკებმა არ მოახდინა გავლენა?! არ შეუმცირდათ ვალუტის შემოდინება?! მაგრამ მათი ვალუტები გაცილებით უფრო ნაკლებად გაუფასურდა, ვიდრე ლარი.



ეს არც არის გასაკვირი, რადგან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ ვალუტაზე  პასუხისმგებელი ორგანო ოფიციალურადაც კი არ არსებობს. ამის ნათელი მაგალითი იყო ვირუსის პირველ  ეტაპზე ლარის პანიკური დევალვაცია, რომელსაც ცენტრალური ბანკი შორიდან უყურებდა და კურსი 2.80 ნიშნულიდან 3.60 ნიშნულამდე ისე გაუშვა, რომ ერთხელ არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე და არანაირი ზომა არ მიუღია“,-აღნიშნა ბაირახტარმა.


ეკონომისტმა იმ კლასიკურ სქემაზეც ისაუბრა, რომელსაც მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს იყენებენ ცენტრალური ბანკები.


„ჩვენთან არ იმუშავა იმ კლასიკურმა სქემამ, რომელსაც ასეთ დროს ცენტრალური ბანკები მიმართავენ ხოლმე და რომელსაც ე.წ. მცოცავი დევალვაციის პოლიტიკას ვეძახით. შედეგიც მივიღეთ, - პანიკის ფონზე ლარმა ყველა ფსიქოლოგიური, თუ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარე ნიშნული გადალახა. რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძნელია იმის თქმა, თუ რა არის ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული. სანამ ეს პროცესები არ გადაივლის, ამის თქმა შეუძლებელი იქნება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ 3.20 ნიშნული, ეს არ არის ის ბუნებრივი ნიშნული, რომელიც უნდა ეჭიროს დღეს ეროვნულ ვალუტას.


ჩვენ ვართ რეალობაში როდესაც, უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად შემცირდა, ასეთ დროს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარს უნდა მიაწოდოს უცხოური ვალუტა, ამას თავად სებ-შიც ადასტურებენ. სწორედ ამისთვის გვაქვს ის სავალუტო რეზერვები, რომელზეც მე არაერთგზის მისაუბრია. მაგრამ რა ხდება ამ დროს, კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარს, სავალუტო აუქციონების საშუალებით სულ 120 მლნ დოლარი მიაწოდა (ჯერ-ჯერობით უცნობია პირდაპირი გზით რა მოცულობის დოლარი იქნა მიწოდებული). ეს მაშინ როდესაც წლის დასაწყისიდან დღემდე, თითქმის 300 მლნ ლარით არის გაზრდილი M2 აგრეგატი, ეს მაშინ როდესაც, თითქმის 800 მლნ არის გაზრდილი რეფინანსირების სესხები წლის დასაწყისთან შედარებით. ასეთ რეალობაში ლარის გაუფასურება მხოლოდ კორონავირუსს  რომ დავაბრალოთ, მთლად სამართლიანი არ იქნება. ასევე არ იქნება სამართლიანი 3.20 ნიშნულს ვუწოდოთ ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული. მით უფრო, ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით, ამ ნიშნულის შენარჩუნების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ინფლაციური პროცესების მოთოკვა“,-მიჩნევს ბაირახტარი.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up