პაატა ბაირახტარი – საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

პაატა ბაირახტარი – საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

access_time2019-03-29 20:30:40

ამოქმედებიდან სამი თვის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს. საუბარია წესზე, რა დროსაც შემოსავლების დადასტურების გარეშე საბანკო სესხის გაცემა იზღუდება.დაკრედიტების ახალი სისტემა განსაკუთრებით სამშენებლო სექტორს და ტექნიკის მაღაზიების მფლობელებს აწუხებთ.


ჭარბვალიანობასთან ბრძოლის არგუმენტით მთავრობა უკან დახევას არ აპირებს.“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციააცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩენვს, რომ საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია.



“თუ ეროვნული ბანკის მონაცემებს შევხედავთ, დავინახავთ რომ ამ მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. რეგულაციების შერბილებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ იქნება სწორი ეკონომიკურად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დაკრედიტების ტემპის შენელებაზე, დიახ, ის ნამდვილად შენელებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ევროზონაში დაკრედიტების საერთო მაცვენებელი მშპ-სთან მიმართებით, არის თითქმის თანაბარი. ჩვენს შემთხვევაში კი, თუ ბოლო წლების მონაცემებს გადავხედავთ, თითქმის 6-ჯერ აღემატება მშპ-ს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ახალი საბანკო რეგულაციების გამო, ჩვენს რეალობაში სამომხმარებლო სესხები ფიზიკურ პირებზე გაცილებით მეტი მოცულობის გაიცემა, ვიდრე იურიდიულ პირებზე. სამომხმარებლო სესხები კი ეკონომიკურ ზრდასთან ნაკლებადაა კავშირში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო, რომ შემდეგ უფრო ვრცელი სურათი დავინახოთ ამ მიმართულებით და ვიმსჯელოთ საბანკო რეგულაციების შერბილების მიზანშეწონილობაზე. ამ ეტაპზე ეს ნაადრევია”, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


bfm.ge





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up