პაატა ბაირახტარი – ნუ დაახარისხებთ მედიას, მოგვეცით მუშაობის საშუალება

პაატა ბაირახტარი – ნუ დაახარისხებთ მედიას, მოგვეცით მუშაობის საშუალება

access_time2020-04-22 19:45:30

“საქართველოს მთავრობა

 დღეს პრემიერის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ გამოხატა „მზრუნველობა“ და კვირის ბოლომდე დაანონსებული საავტომობილო შეზღუდვა მომდევნო კვირის დასაწყისამდე გაგვიხანგრძლივა. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ვერ მოვისმინეთ, თუ რას ემსახურება კონკრეტულად ეს შეზღუდვა, გარდა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გართულებისა. თუმცა, ეს სხვა თემაა და ახლა ამაზე დროს არ წაგართმევთ.

 

პრემიერის პრეს-სპიკერმა დღეს გვაცნობა, იმ სფეროთა ჩამონათვალი, ვისაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაადგილება არ ეზღუდება.

 

ამ ჩამონათვალში ასევე მოხვდა მედიაც და თანაც, ამ ჩვენზე მზრუნველმა ბატონმა აგვიხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მედიის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

 

საქმე ის გახლავთ, რომ მაგალითად, მე პირადად, ორ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვმუშაობ და სამსახურში მისვლა მაინც ფეხით მიწევს. თუმცა, ესეც მეორეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ ზემოთხსენებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რიგი მედიასაშუალებები საერთოდ ვერ აგრძელებენ მუშაობას, არამცთუ შუფერხებლად, როგორც ეს ბატონმა ჩიქოვანმა განაცხადა.

 

ბატონო გიორგი გახარია ! გახარია • Gakharia ბატონმა ირაკლი ჩიქოვანმა, (ვერ ვნიშნავ) თქვენმა პრეს-სპიკერმა, ბრძანა, რომ მედია აგრძელებს საქმიანობას. გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ და ვებგვერდი bfm.ge ვერ აგრძელებს მუშაობას. ონლაინ რეჟიმი ამას ვერ უზრუნველყოფს. ფუნქციონირებისთვის საჭიროა მინიმუმ 4 თანამშრომლისა და ორი ავტომანქანის საშვი, რომ არ გავჩერდეთ. მივმართეთ ვისაც ჯერ-არს და მივიღეთ კატეგორიული უარი.


 

რატომ?

მედია საშუალებები დახარისხებულია?!

 ვინ დაახარისხა ?! რა პრინციპით ?

 თუ „მთავარ არხს“, „ფორმულას“ ან „პრესა.გე“-ს გააჩერებთ, მათ ამერიკის საელჩო დაიცავს და შესაბამისად, ამას ვერ იზამთ.

 ჩვენ ვინ დაგვიცავს? არც გვჭირდება!

 ჩვენ თქვენ უნდა მოგვცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება. სხვას არფერს ვითხოვთ!

 ეს მედიასაშუალებები – გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ და bfm.ge რადგან ობიექტურები და ობიექტურად კრიტიკულები ვართ და არ ვართ ოპოზიციურები, ჩვენი გაჩერება შეიძლება?..

არ არის ეს სწორი და სამართლიანი.

 გთხოვთ, სასწრაფოდ გამოასწოროთ ეს მიუღებელი რეალობა.

 

პ.ს. პირადად ჩემთვის ეს არაფერია, თუ არა შერჩევითობა და მედიის შეზღუდვა. ასე არ შეიძლება ბატონებო, არა!”, – წერს ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი პაატა ბაირახტარი.


ბანკები და ფინანსები




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up