პაატა ბაირახტარი: „კომპანიებს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 20 თეთრით შეუძლიათ“

პაატა ბაირახტარი: „კომპანიებს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 20 თეთრით შეუძლიათ“

access_time2018-11-25 18:00:02

„კომპანიებს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 20 თეთრით შეუძლიათ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა  პაატა ბაირახტარმა.

„ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე ფასები 31-27%-ითაა შემცირებული. შემცირების  ტენდეცია დაახლოებით, 2 თვეზე მეტია გრძელდება. ეს ნამდვილად საკმარისი პერიოდია იმისთვის,რომ შეცვლილიყო ფასები ადგილობრივ ბაზარზე. ერთ-ერთმა  კომპანიამ საწვავის ფასი 3 თეთრით შეამცირა, თუმცა როცა გლობარულად ფასები 30%-ით იკლებს, 3 თეთრიანი შემცირება არაფერს ნიშნავს. დღეს არსებული მდგომარეობით,როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი სიტუაცია ნამდვილად ხელსაყრელია იმისთვის,რომ კომპანიებმა საწვავზე ფასები შეამცირონ.

კომპანიებს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 20 თეთრით შეუძლიათ მაგრამ 20 თეთრზე კი არა, 3 თეთრზე ვსაუბრობთ ახლა. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი,რომ შემცირება ერთიანად უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს პროცესები მსოფლიო ბაზარზე დიდი ხანია მიმდინარეობს და საქართველოში ფასების შემცირება, აქამდეც უნდა დაწყებულიყო,“ - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს,რომ  ზრდადია საწვავის მოხმარება, შესაბამისად, ფასების ზრდა მოხმარების შემცირებას არ იწვევს. პაატა ბაირახტარმა ასევე შეაფასა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა და განაცხადა,რომ სააგენტოსგან ქმედითი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს.


„ეს არის უსუსური ორგანიზაცია,რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. სანამ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლება დღის წესრიგში სააგენტოს დაშლა არ დააყენეს, მანამდე მათ , ჟარგონულად,რომ ვთქვათ, ყური არ შეუბერტყავთ და არ უმუშავიათ. არ გვჭირდება სააგენტო,რომელიც არ მუშაობს და აანონსებს,რომ 2019 წლიდან ფარმაცევტული კომპანიების კვლევას დაიწყებს. ვინც ჩახედულია ამ საკითხში, კარგად იცის,რომ სერიოზული ეჭვები არსებობს ფარმაცევტულ კომპანიებზე,რომ ისინი შეიძლება კარტელის მონაწილეები  იყვნენ და როდესაც 1 წლით ადრე ამბობ,რომ შემოვალ და შეგამოწმებთო, ნამდვილად აბსურდია,“ - ამბობს პაატა ბაირახტარი.

 



თეგები:
საწვავი



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up