პაატა ბაირახტარი: ევროკავშირის მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამაგრეველი შედეგი ექნება

პაატა ბაირახტარი: ევროკავშირის მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამაგრეველი შედეგი ექნება

access_time2021-04-03 18:00:00

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხს „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ სიტუაცია, რომ აქამდე მივიდოდა იმ პირობებში, როდესაც ორგზის შეთანხმებები ჩაიშალა,არავისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო.


რაც შეეხება იმას, თუ ევროკავშირიდან ფინანსური დახმარებების შესაძლო შეჩერებას ფისკალურად რა შედეგი მოჰყვება, ბაირახტარი აცხადებს, რომ ქვეყანა ამის გამო საკმაოდ ნეგეტიური შედეგის წინაშე დადგება.


მისი ინფორმაციით, მაგალითად, მხოლოდ Covid 19-ის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული აქვს 1.5 მილიარდი ლარის დახმარება. აქედან,ორი მესამედი არის გრანტები. დანარჩენი საკმაოდ დაბალპროცენტიანი სესხებია.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხას თუ ერთ სულ მოსახლეზე დავთვლით, ყველაზე მეტი დახმარებაა, რაც კი ევროკავშირმა სხვა ქვეყნებს გაუწია. ამ ყველაფრის ფონზე, ასეთი მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამაგრეველი შედეგი ექნება. მითუმეტეს, ახლა თუ მიდის განხილვები, რომ დაწესდება თუ არა მესამე ლოქდაუნი და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო დახმარებების იმედად შეიძლება განიხილებოდეს.


ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვან დანაკარგს მიიღებს. თუ ახლა ევროკავშირმა დახმარება შეგვიწყვიტა, არ გამოვრიცხოთ ამას მოყვეს აშშ-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, ეს უკვე ჩვენთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება“-აცხადებს ბაირახტარი.


შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტარებმა საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და ფინანსური დახმარების შეჩერება არ გამორიცხეს.



business-partner.ge




ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up