პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

access_time2020-04-07 15:00:16

მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას.


ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა.


- პაატა, თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ეროვნული ბანკი პროცესებს ვერ მართავს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაერთ ბერკეტს იყენებს და რეფინანსირების განაკვეთიც 9%-მდეა გაზრდილი?


- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის 6.1%-იანი მაჩვენებელი რეალურ წნეხს ვერ ასახავს. ვინაიდან ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ, მოხმარების 30%-ზე მეტი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის, ამ ჯგუფში კი ფასები 13%-ზე მეტად არის გაზრდილი.


ცხადია, უნდა აღვნიშნოთ ის გლობალური გამოწვევებიც, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, რაც ფასების შემცირების მიმართულებით მოქმედებს, თუმცა, განვითარებადი ქვეყნებიდან უპრეცედენტო კაპიტალის გადინებამ და ნავთობის ფასების ვარდნამ რეგიონის ვალუტების გაუფასურება განაპირობა ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, არ უფასურდებოდა ჩვენი ეფექტური გაცვლითი კურსი. თუმცა, ასეთ რეალობაშიც გულზე ხელის დაკრეფა და იმის თქმა, რომ გლობალური შოკები მოქმედებს და მე არაფერს გავაკეთებ, ცხადია მცდარია. როდესაც კურსი ერთ დღეში რამდენიმე ათეული პუნქტით ეცემა და ამ დროს ცენტრალური ბანკის არგუმენტი ისაა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ეს ბუნებრივია და კურსი ეკონომიკურ შოკებს შეიწოვს, ცხადია ეს მიდგომა მცდარია. დოლარიზებულ ეკონომიკაში კურსის მიერ შოკების შეწოვის უნარი მნიშნველოვნად შეზღუდულია. ეროვნული ვალუტის ასეთი ნახტომისებური გაუფასურებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ამ დროს არგუმენტი, რომ ბაზარზე არ ჩავერევი, რადგან კურსის სტაბილიზაცია ჩვენს ექსპორტს დაარტყამს, ცხადია, მსუბუქად რომ ვთქვათ, აცდენილია არსებულ რეალობას.



- რას გულისხმობთ კონკრეტულად. რა უნდა გაეკეთებინა ცენტრალურ ბანკს, რათა მოეხერხებინა სიტუაციის სათანადოდ მართვა?


- ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე. როგორც წესი, სავალუტო რყევებისას,  ცენტრალური ბანკები მიმართავენ ხოლმე ე.წ. მცოცავი დევალვაციის პოლიტიკას და ბაზარს აწვდიან პატარ-პატარა ინტერვენციებს. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ჯერა, რომ ამით ჩვენ გლობალურ შოკებს შევაჩერებთ. არა, უბრალოდ ამით ცდილობენ ნახტომისებური გაუფასურება და პანიკა აიცილონ სავალუტო ბაზარზე.


ჩვენს რეალობაში კი რა მოხდა. - ცენტრალური ბანკი ვითარებაში არ ჩაერია მანამ, სანამ ერთი დოლარის ღირებულება 3.50 ლარს არ გადასცდა. მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც მაშინაც მოვუწოდებდით სებ-ს, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინა და მიზანშეწონილად მივიჩნევდი დროულ ჩარევებს. ეს სებ-მა მხოლოდ მოგვიანებით შეისმინა, შეცვალა სტრატეგია და განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარს მეტ უცხოურ ვალუტას მიაწვდიდა. ასევე ფაქტია, რომ ამან იმუშავა და კურსმა დაიწყო გაჯანსაღება. ანუ, აღმოჩნდა, რომ სებ-ს თავიდანვე შეეძლო ამ გზით ეფექტიანად სიარული და პროცესების მართვა, თუმცა დააგვიანა.


- რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს ის საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ინფლაცია მაინც გაცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს ქვეყანაში. რაშია საქმე?


- ზოგადად, შეუძლებელია ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციით ივსება, რამდენიმე ათეული პუნქტით გაგექცეს კურსი და ამან ზეგავლენა არ მოახდინოს ფასების საერთო დონეზე. ასე იყო შარშანაც და ასე მოხდა წელსაც.


განსხვავება ის იყო, რომ შარშან უფასურდებოდა ეფექტური გაცვლითი კურსიც. ანუ, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ლარი უფასურდებოდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში. წელს კი სიტუაცია განსხვავებული იყო და ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე. შემდგომ კი იმ ჩაურევლობის პოლიტიკის გამო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენმა ეფექტურმა გაცვლითმა კურსმაც დაიწყო გაუფასურება და თუ არ ჩავთვლით რუბლს, დღეს ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა რეგიონში. ამან ცხადია კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ფასების საერთო დონეზე. მაგრამ ლარის რესურსი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 12 %-მდე იყო აწეული. ჩნდება კითხვა, ასეთი ძვირი ფულის პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე, ცხადია, ნეგატიურად მოქმედებს, რატომ არ ისახება ფასების საერთო დონეზე და რატომ ვერ თოკავს სებ-ი ინფლაციას. პასუხი კი ის არის, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქაც დაგვიანებულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე. კერძოდ უნდა გავიხსენოთ, რომ როცა 2019 წლის ივლისში გამოქვეყნდა ინფლაციის მონაცემები, უკვე იკვეთებოდა ფასების მოსალოდნელი საერთო დონის ზრდა, თუმცა ამის მიუხედავადაც ივლისში გამართული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა. ამან, ცხადია, იქონია ზეგავლენა ფასების საერთო დონეზე. მით უფრო, რომ ეს არის საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მონეტარული ინსტრუმენტი და მას მყისიერი გადაცემა არ აქვს ბაზარზე. სხვათა შორის, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამის გამო მოუწია გასულ წელს ცენტრალურ ბანკს არაგეგმიური მონეტარული სხდომის გამართვაც.  ამ ყველაფერმა შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოიღო. ანუ ფაქტია, რომ დაიკარგა დრო, ფინანსური რესურსი და ინფლაციის „გაქცევამ“ სხვა ზარალებიც მოიტანა, რომელთაც ვეღარ დავიბრუნებთ...


მომავალში რა რალობის წინაშე დავდგებით და რამდენად გაითვალისწინებს ცენტრალური ბანკი რეკომენდაციებს დროულად, ამის თქმა რთულია. რამდენადაც ახლა, როცა ქვეყანას ახალი საგარეო შოკები დაატყდა თავს, მათთან გამკლავებისასაც, სამწუხაროდ, ასევე მთელი რიგი შეცდომები იქნა უკვე დაშვებული, რომელთა თაობაზეც, პრინციპში,  ზემოთ  უკვე  ვისაუბრე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up