პაატა ცაგარეიშვილი: „საქართველოს ნავსადგურებში, საბორნე გემების დამუშავებაზე მაღალი ტარიფებია“

პაატა ცაგარეიშვილი: „საქართველოს ნავსადგურებში, საბორნე გემების დამუშავებაზე მაღალი ტარიფებია“

access_time2019-10-04 17:00:48

რუსეთ - უკრაინის დაპირისპირების შედეგად, რუსეთის გვერდის ავლით, უკრაინიდან   საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით   ექსპორტს ცენტრალური აზიის ქვეყნებში ასევე უკუმიმართულებით იმპორტს უკრაინაში მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაუჩნდა. პირველ რიგში განიხილება შავ ზღვაზე საბორნე გემების გამოყენებით საქართველოს ნავსადგურებების და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის მაღალი დატვირთვით გამოყენება. საბორნე გადაზიდვების პრობლემებთან დაკავშირებით, „კომერსანტს“ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს HUB Georgia- ს ექსპერტი - პაატა ცაგარეიშვილი.


 

 მისი განმარტებით, სურათის სრულად წარმოსადგენად უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ბალტიის  ზღვის აუზის არეალში ფუნქიონირებს საავტომობილო, სარკინიგზო და საკრუიზო ბორნების -  54  რეგულარული მარშრუტი. შედარებისათვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ასეთი რეგულარული მარშრუტების რაოდენობა მხოლოდ 11 ია. ბალტიისა და შავი ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის  მნიშვნელოვანი დისბალანსის  მიუხედავად,  შავი ზღვის აუზის ქვეყნები, საბორნე გადაზიდვების პოტენციალურ შესაძლებლობებს დაბალი  დატვირთვით იყენებენ, მაგალითისათვის, უკრაინის საბორნე კომპლექსის - ჩერნომორსკის  ტვირთების გატარების შესაძლებლობა, საიდანც ხორციელდება საქართველოს ნავსადგურებისკენ გადაზიდვები, წელიწადში  4.5 მლნ ტონას შეადგენს, მისი გამტარუნარიანობა კი მხოლოდ 20% -ით არის ათვისებული.


 

მიზეზებს შორის, შავი ზღვის ქვეყნებში და, პირველ რიგში  საქართველოს ნავსადგურებში, საბორნე გემების დამუშავების  ხანგრძლივობა და მაღალი ტარიფებია, შედარებისათვის, საქართველოს ნავსადგურებში ბორნის დამუშავებას 15 საათი ესაჭიროება, როცა ანალოგიური პროცედურის ჩატარებას ბალტიის ზღვაზე 5 საათი სჭირდება. საბორნე გემის ბუნკირებისას (საწვავის შევსება) მოცდენის საშუალო ხანგრძლივობა წელიწადში  შავ ზღვაზე, საშუალოდ  9 -10  დღე - ღამეა, მარტივი განმარტებით 10 დაკარგული რეისი წელიწადში, ბალტიის ზღვაზე კი ეს პარამეტრი  პრაქტიკულად ნულია.



 როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, საბორნე გადაზიდვების ეფექტიანობას, განსაზღვრავს ნავსადგურის მოსაკრებლის ჯამური ოდენობა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებში  5 ჯერ აღემატება ბალტიის ნავსადგურის ანალოგიურ ტარიფებს. აქ გამოსაყოფია, შავ ზღვაზე  საქართველოს ნავსადგურებში მომსახურების ყველაზე მაღალი ტარიფები.


 

      შავი ზღვის აუზში სანავსადგურე მოსაკრებელების მაღალი ტარიფების ოდენობა აისახება  ვაგონების და ავტომობილების ბორნით გადაზიდვების გაზრდილ  ღირებულებაზე. უკრაინიდან საქართველოს ნავსადგურებში   ვაგონის ღირებულება უკან ცარიელის დაბრუნებით 3450 აშშ დოლარს შეადგენს, ავტომობილით -1600 აშშ დოლარს.


      ბუნებრივია, ისმის ლოგიკური კითხვა, რამ განაპირობა ბალტიის ზღვის აუზის ნავსადგურებში, 5 ჯერ  დაბალი საბორნე  ტარიფები?  რა თქმა უნდა ტარიფების უთანაბრობას გააჩნია თავისი ახსნა, კერძოდ, რუსეთის ნავსადგურების გამოკლებით ბალტიის ზღვის ნავსადგურებში, მოქმედებს ტარიფების ფასდაკლების პროგრესული სიტემა, რომელიც დამოკიდებულია საბორნე გემის ნავსადგურში გემთშემოსვლების რაოდენობაზე და მოზიდული ტვირთნაკადების მოცულობაზე.


         სანავსადგურე ტარიფების ანალოგიური მოდელის დანერგვა უკრაინა - საქართველოს საბორნე მარშრუტზე პირველ რიგში ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვას.


„კომერსანტი“




დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up