P delivery -  პანდემიის დროს მსჯავრდებულებისთვის მიტანის პირველი  სერვისი ამოქმედდა

P delivery - პანდემიის დროს მსჯავრდებულებისთვის მიტანის პირველი სერვისი ამოქმედდა

access_time2021-02-05 12:00:52

P delivery - პანდემიის  დროს ამოქმედებული  მიტანის  ახალი სერვისია,  რომელსაც მსჯავრდებულებისთვის  საჭირო  ნივთები  და  საკვები  პენიტეციურ დაწესებულებაში მიაქვს. P delivery სამი მიმართულებით  მუშაობს ესენის,  ქსნის,  რუსთავის და გლდანის  კოლონიები.

კომერსანტი დეტალებისთვის პროექტის ხელმძღვანელს ნათია  მგალობლიშვილს  დაუკავშირდა, მისი  განმარტებით  სტარტაპის  იდეა  მის  შვილს ეკუთვნის და პანდემიის  დროს,  ვირუსის  გავრცელების  პრევენციისთვისაც  ძალიან  მოსახერხებელია. 


ეს  იდეა  ჩემს შვილს გაუჩნდა, რომელსაც მამა პატიმარი ჰყავდა და ნივთების  შესაგზავნად პენიტეციურ  სისტემაში  ვიზიტი თითქმის  ყოველ კვირას  უწევდა. ერთ-ერთი  ასეთი  ვიზიტიდან  დაბრუნებულმა  უკვე  ჩამოყალიბებული და დალაგებული  იდეა  გამიზირა,  ბევრი  ვისაუბრეთ, თუ როგორ  შეიძლებოდა ეს იდეა რეალობად გვექცია ისე, რომ გარკვეული  საფრთხეებისთვის , უსიამოვნებითვის და  რისკებისთვის  თავი  აგვერიდებინა. მოგეხსენებათ  ალბთობა   იმისა, რომ პენიტეციურ  სისტემაში  ვინმემ რამის შეგზავნა  მოინდომოს  არსებობს. ამ  ყველაფერზე ერთად ვიფიქრეთ  და  დავიწყეთ P delivery,  რომელიც  უკვე პოპულარული გახდა და ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ძირითადად  ჩვენი სერვისის გაცნობის პროცესში  არიან, თუმცა 4  დღეა ვმუშაობთ  და უკვე  სამი შეკვეთა  გავაგზავნეთ,- აღნიშნა ნათია მგალობლიშვილმა.



პენიტეციურ სისტემაში მხოლოდ  გარკვეული ნივთების შეგზავნა არის დაშვებული, იქნება  ეს თეთრეული,  სპორტული  ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები,  არაფერადი  სასმელი ,  პროდუქტი,  ხილი და  სხვა. ეს  ყველაფერი  P delivery-ს  წინასწარ მომზადებული და დასაწყობებული აქვს. შეკვეთის  შემდეგ  კი სპეციალურად  ილუქება და კურიერს მსჯავრდებულამდე მიაქვს, ნათია მგალობლიშვილის  განმარტებით P  delivery მომხმარებელს პროდუქტს ბაზარზე არსებულ  ფასად  სთავაზობს,  ხოლო  ადგილზე მიტანის  საფასური  15 ლარია. 



ჩვენი სერვისი ძალიან კომფორტული მგონია, რადგან პენიტეციურ სისტემასთან ყოველთვის ძალიან  დიდი  რიგები დგას, ფაქტობრივად ადამიანს  ნივთის შესაგზავნად მთელი დღე  ეკარგება. 

პანდემიის  დროს კი, რიგების შემცირება კარგი იქნება, მხოლოდ ერთი კურიერი მიიტანს  რამდენიმე ამანათს და ვირუსის გადადების რისკიც ნაკლები  იქნება -  აღნიშნა  ნათია  მგალობლიშვილმა


P delivery ამ ეტაპზე აპლიკაციაზე მუშაობს, რომლის  მეშვეობითც  მსჯავრებულის ოჯახის  წევრები და  ახლობლები შეძლებენ უფრო  მარტივად შეუკვეთონ  და გაგზავნონ  სასურველი ნივთი, მანამდე  კი შეკვეთა  ტელეფონით არის შესაძლებელი. 

ნათია მგალობლიშვილმა  აღნიშნა, რომ სტარტაპი  მან და  მისმა  შვილმა  საკუთარი  სახსრებით  დაიწყეს, რაც საწყის ეტაპზე საკმარისი  აღმოჩნდა.

გვყავს  მანქანა  კომბო, რომელშიც  საკმოდ ბევრი  ამანათი თავსდება, თუ  საჭირო  იქნება მეორე  მანქანასაც  დავამატებთ, რაგან ერთი  ქსანის,  მეორე  რუსთავის  მიმართულებით  წავიდეს.

ჩვენი მიზანია,  რომ ამანათს,  რომელსაც დღეს  შეგვიკვეთავენ ხვალ  მსჯავრდებულს  ჩაბარდეს, - აღნიშნა ნათია  მგალობლიშვილმა

კომპანია ჟვანიას  ორ  ნომერში მდებარეობს, თუმცა ოფისი  ყიფშიძის  ქუჩაზე  ექნებათ,  საიდანაც  ნივთების  გატანა მოხდება,  P  delivery -ში  ამ  ეტაპზე  მხოლოდ  4  ადამიანია  დასაქმებული.

რაც შეეხება  სამომავლო გეგმებს, ნათია  მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ მომავალში სურს ნივთების  სახლიდან მსჯავრდებულამდე მიტანის  სერვისიც  დაამატონ.


'სამომავლოდ,  გვსურს,  რომ  ახალი  სერვისი  დავამატოთ, ოჯახის  წევრი  რომელსაც  ენდომება, რომ არა  ნაყიდი  არამედ მისი  ან  მსჯავრდებულის პირადი  ნივთი გააგზავნოს, შესაძლებლობა ექნება, რომ ჩვენი  კურიერი  გამოიძახოს ,  ნივთები  ადგილზე  შემოწმდება,  გამგზავნის თვალწინ  დაილუქება და შემდეგ წაიღებენ პენიტეციურ  სისტემაში, -   აღნიშნა ნათია მგალობლიშვილმა


თაკო კვაჭანტირაძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up