ოზურგეთში, მეჩაიეობის  სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა

ოზურგეთში, მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა

access_time2020-02-26 15:15:18

ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში „ჰორიზონტი“ მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა. სოფლის მეურნეობას სჭირდება პროფესიონალები, რომელთაც სპეციალიზებული განათლება ექნებათ მიღებული, განათლების სისტემას კი არ აქვს ამ საჭიროების დაკმაყოფილების საკმარისი რესურსი. პროგრამის მიზანი ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა იყო. ტრენინგის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიის პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.


„პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.


აღინიშნა, რომ შვეიცარიის გამოცდილება საქართველოს დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში.


„სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა სოფლად სიღარიბის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება კი, თავის მხრივ, პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვიტონმა.



როგორც გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, ერთობლივი პროექტის განხორციელებით, გადამზადდნენ სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ კოლეგებს იმ ცოდნას, გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს.


საპილოტე პროექტები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი, დიდმასშტაბიანი VET პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, პროფესიულ კოლეჯებთან, ფერმერთა საჯარო და კერძო საკონსულტაციო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სოფლის თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 12,000-ს სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up