Oxfam: მთელი პლანეტის აცრას ეყოფოდა პანდემიის პერიოდში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების ზრდის მაჩვენებელი თანხა

Oxfam: მთელი პლანეტის აცრას ეყოფოდა პანდემიის პერიოდში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების ზრდის მაჩვენებელი თანხა

access_time2021-01-26 09:00:00

სიღარიბესთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია, Oxfam-ი აცხადებს, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება პანდემიის პერიოდში 540 მილიარდი დოლარით გაიზარდა მაშინ, როცა მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას კრიზისის დაძლევისას სირთულეები აქვს.



Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის, Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ზაკერბერგისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მსგავსი მილიარდერების მიერ პანდემიის დროს მოგებული თანხა „საკმარისზე მეტი იქნებოდა“ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ასაცრელად და კრიზისის პერიოდში სიღარიბისგან ადამიანების დასაცავად.



25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს 1000-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კორონავირუსით გამოწვეული დანაკარგი აინაზღაურა ცხრა თვის განმავლობაში. ამ დროს მსოფლიოს უღარიბეს შრეებს ათ წელიწადზე მეტი დასჭირდებათ, რათა კვლავ აღადგინონ ვირუსით მიღებული ზარალი.



შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშში წერია, რომ საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვის გამო, გასულ წელს მთელ მსოფლიოში სამუშაო დროის 8,8 პროცენტი დაიკარგა. გაეროს სააგენტოს თანახმად, ეს 225 მილიონ სრულ სამუშაო ადგილს უდრის.




Oxfam-მა განაცხადა, რომ მოუწოდებს მთავრობებს, განიხილონ განსაკუთრებით მდიდრების დაბეგვრის ახალი წესი. მათი სიმდიდრე ამ ეტაპზე, 11,95 ტრილიონ დოლარს უდრის. ეს თანხა უტოლდება მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის მთავრობების საერთო ხარჯებს, რომლებსაც ისინი გაიღებენ აღდგენისთვის. Oxfam-ის ცნობით, პანდემიის გამო სიღარიბეში ცხოვრობს 500 მილიონი ადამიანი.



www.radiotavisupleba.ge











თეგები:
Oxfam



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up