Oxfam - მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა დანარჩენ კაცობრიობაზე ორჯერ მეტი ფული დააგროვა

Oxfam - მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა დანარჩენ კაცობრიობაზე ორჯერ მეტი ფული დააგროვა

access_time2023-01-24 22:10:56

2020 წლიდან მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა თითქმის, ორჯერ მეტი ფული დააგროვა, ვიდრე კაცობირობამ - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ Oxfam- ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, გამოცემის  ცნობით 1%  ის მიერ დაგროვებული ფული 26ტრილიონ დოლარს  შეადგენს, ხოლო 99% - ის 16 ტრილიონს.

 

ორგანიზაციის ექსპერტები წერენ, რომ მილიარდერებმა სუპერმოგება ენერგეტიკის სექტორისა და კვების მრეწველობის სწრაფი ზრდის შედეგად მიიღეს. ამ სფეროებში 95-მა კომპანიამ მოგება გააორმაგა, ანუ 306 მლრდ დოლარი მიიღო და აქციონერებს 257 მლრდ დოლარი გადაუხადა. გამდიდრებულ პირთა სიაში Walmart-ის საცალო ქსელის მფლობელი, უოლტონების დინასტია და ინდოელი მილიარდერი, გაუდამა ადანი შედიან.

 


Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ყოველდღიურად 2,7 მლრდ დოლარით მდიდრდებიან. კვლევის ავტორები სუპერსიმდიდრეზე გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. ისინი წერენ, რომ მულტიმილიონერებსა და მილიარდერებზე 5%-მდე გადასახადის დაწესებამ კაცობრიობას წელიწადში შესაძლოა, 1,7 ტრლნ დოლარი მოუტანოს, რაც 2 მილიარდი ადამიანის სიღარიბის დასაძლევად იქნებოდა საკმარისი.


თეგები:
Oxfam



რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა
access_time2023-01-27 23:55:49
საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად ამიერიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.   საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, სადაც შესვლისთვის პასპორტი არ არის საჭირო. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თურქეთსა...

ფეხბურთის ისტორიაში პირველადად მსაჯმა მოედანზე თეთრი ბარათი აჩვენა

ფეხბურთის ისტორიაში პირველადად  მსაჯმა მოედანზე თეთრი ბარათი აჩვენა
access_time2023-01-27 23:20:10
21 იანვარს ფეხბურთის ისტორიაში პირველადად მოედანზე ახალი ელემენტი გამოჩნდა. პორტუგალიაში გამართულ მატჩზე ოფიციალურმა მსაჯმა პირველად აჩვენა თეთრი ბარათი. ტრადიციულად  მსაჯებს  თავიანთ არსენალში ორი ფერის ბარათი აქვთ: ყვითელი (გამოიყენება გაფრთხილებისთვის) და წითელი (გამოიყენება მოთამაშის საბოლოო გაძევებისთვის).  ასე რომ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ქალთა ჩემპიონატზე „სპორტინგისა“ და „ბენფიკას“ მატჩის...


მსგავსი სიახლეები

up