ოთხი რეკომენდაცია, რომელიც ახალი კორონავირუსისგან ყველაზე ეფექტიანად დაგვიცავს

ოთხი რეკომენდაცია, რომელიც ახალი კორონავირუსისგან ყველაზე ეფექტიანად დაგვიცავს

access_time2020-03-06 21:00:38

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ დაავადება COVID-19-ს სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე სეზონურ გრიპს. 6 მარტის მონაცემებით, ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში 3383-ს აღწევს. ვირუსი საქართველოშიც გავრცელდა და ამ დროისათვის ინფიცირებულია ცხრა ადამიანი.

 

აშშ-ის ნევადის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის პროფესორი ბრაიან ლაბუსი გვთავაზობს საკვანძო ცნობებს უსაფრთხოების შესახებ, დეზინფექციიდან დაწყებული, სურსათ-სანოვაგის შენახვის წესებით დამთავრებული.

 

1. რა უნდა გავაკეთო, რომ არ დავინფიცირდე?

 

როდესაც ადამიანი COVID-19-ის მსგავსი რესპირატორული დაავადდით არის ავად, დახველების ან დაცემინებისას ის ჰაერში ისვრის ნაწილაკებს. თუ თქვენთან ახლოს ვინმე ახველებს, ვირუსი ადვილად შეიძლება დაეცეს თქვენს თვალებზე, ცხვირზე ან პირზე. ასეთი ნაწილაკები ჰაერში მხოლოდ 1,8 მეტრზე ვრცელდება, შემდეგ კი დაბლა ეცემა.

 

თუმცა, ისინი შეიძლება დაეცეს ისეთ საგნებზე, რომლებსაც მუდამ ეხებით, მაგალითად, მოაჯირებზე, კარის სახელურზე, ლიფტის ღილაკებზე ან მეტროში ხელის მოსაკიდებელ მილებზე. გარდა ამისა, ადამიანი საშუალოდ საათში 23-ჯერ ეხება სახეს და ამ შეხებათა ნახევარი მოდის პირზე, თვალებსა და ცხვირზე, რომლებიც ლორწოვანი ზედაპირებია და შესაბამისად, იქ ადვილად აღწევს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი.

 

ჯანდაცვის ექსპერტთა რჩევით, ხელების სწორად დაბანა საუკეთესო გამოსავალია, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ უამრავი სხვადასხვა დაავადებისგან თავის დასაცავად, მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება COVID-19-ც. ხელის დაბანის ალტერნატივაა სადეზინფექციო ხსნარები, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა სულ მცირე 60 პროცენტია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელები შესამჩნევად ჭუჭყიანი არ არის.

 

2. უფრო ადვილი გამოსავალი ხომ არ არის მხოლოდ ზედაპირების გასუფთავება?

 

ნამდვილად არა. ჯანდაცვის ექსპერტებს ჯერ ბოლომდე გარკვეული არ აქვთ, რა როლს თამაშობს საგნების ზედაპირები ამ დაავადების გადადებაში და შესაბამისად, მაინც შეიძლება დაინფიცირდეთ პირდაპირ თქვენს სხეულზე მოხვედრილი ვირუსით.

 

ბოლომდე უცნობია ისიც, რამდენ ხანს ცოცხლობს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი მყარ ზედაპირებზე. თუმცა ცნობილია, რომ სხვა კორონავირუსები მყარ ზედაპირზე, მაგალითად, კიბის მოაჯირებზე, ცხრა დღემდე ცოცხლობენ.

 

ხშირად გასუფთავებამ ზედაპირიდან შეიძლება მართლაც მოაშოროს ვირუსი, თუ ის დაბინძურებულია ავადმყოფი ადამიანის მიერ, მაგალითად, თუ თქვენთან სახლში ვინმე ინფიცირებულია. ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია, რომ გამოიყენოთ ისეთი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ეფექტიანია COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ.

 


მართალია, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ სპეციფიკური პროდუქტები არ შემოწმებულა, მაგრამ არსებობს მრავალი სადეზინფექციო საშუალება, რომლებიც ეფექტიანია ზოგადად კორონავირუსების ოჯახის წინააღმდეგ. სოციალურ მედიაში განსაკუთრებით პოპულარულია რეკომენდაციები ნატურალური პროდუქტებით, მაგალითად, ძმრით გაწმენდის შესახებ, მაგრამ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ასეთი პროდუქტები ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ.

 

გარდა ამისა, სადეზინფექციო საშუალებები უნდა გამოიყენოთ სწორად, რაშიც ძირითადად იგულისხმება ის, რომ საგნების ზედაპირი ამ საშუალებით დასველებული დარჩეს სულ მცირე რამდენიმე წუთის განმავლობაში. სადეზინფექციო საშუალებით ზედაპირის უბრალოდ გაწმენდა, როგორც წესი, ვირუსის მოსაკლავად საკმარისი არ არის.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, შეუძლებელია ყველანაირი წესის დაცვით გაწმინდოთ ყოველი ის საგანი, რომელსაც დღის განმავლობაში ეხებით; შესაბამისად, ხელების დაბანა ყველაზე საუკეთესო თავდაცვაა COVID-19-ის წინააღმდეგ.

 

3. რაც შეეხება პირბადეებს…

 

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი პირბადეებს COVID-19-ისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს, ხშირად ის სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ თავდაცვის ყალბი შეგრძნება მის მატარებელთათვის. პირბადეები, რომლებიც აფთიაქებში ფართოდ არის ხელმისაწვდომი (ყოველ შემთხვევაში, სანამ დეფიციტი შეიქმნებოდა), ჰაერს მხოლოდ მსხვილი ნაწილაკების, მაგალითად, მტვრისგან ფილტრავს.

 

პრობლემა კი ის არის, რომ ნაწილაკები, რომლებსაც COVID-19-ის ვირუსი გადააქვთ, ძალიან პატარაა და ადვილად აღწევს მტვრისა და ქირურგიულ ნიღბებში. ასეთი პირბადეები შეიძლება გარკვეული თავდაცვის საშუალება იყოს, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მას დაავადებული ადამიანი ატარებს. იგივე შეიძლება ითქვას ცხვირსახოცში დაცემინებაზე. თუმცა, პირბადე თქვენ თითქმის ვერ დაგიცავთ სხვა დაავადებული ადამიანებისგან ვირუსის გადადებისგან.

 

არსებობს ნიღბების სახეობა, სახელად N95, რომელიც ჰაერს ვირუსის შემცველი პატარა ნაწილაკების 95 პროცენტისგან ფილტრავს. მათ ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებში იყენებენ ექიმები და ექთნები, რათა თავი დაიცვან დაავადებული პაციენტებისგან. თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ასეთი ნიღბები მხოლოდ სწორად ტარების შემთხვევაში გვიცავს.

 

ისინი მოითხოვს სპეციალურ შემოწმებას იმაში დასარწმუნებლად, რომ მთელი სახე დაფარული გაქვთ და გვერდებიდან ჰაერი არ ჟონავს, რაც ნიღბის გამოყენებას მიზანს უკარგავს. გარდა ამისა, ასეთი ნიღბების მატარებელმა ადამიანებმა წესები უნდა დაიცვან მისი მოხსნისას, რადგან თავისდაუნებურად არ დაინფიცირდნენ იმ ვირუსული ნაწილაკებისგან, რომლებიც მის ზედაპირზე მოხვდა ჰაერის გაფილტვრისას.

 

თუ ნიღაბს არასწორად ატარებთ, არ იხსნით წესების დაცვით, ანდაც მოხსნის შემდეგ ჯიბეში იდებთ, შემდეგ კი კვლავ იკეთებთ — ვერ დაგიცავთ ვერანაირი ნიღაბი, საუკეთესოც კი.

 

4. უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათ-სანოვაგე?

 

ზოგადი მზადყოფნის სახით, აუცილებელია გქონდეთ სურსათ-სანოვაგისა და წყლის სამი დღის მარაგი იმ შემთხვევისთვის, თუ გამოცხადდა საგანგებო ვითარება. ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ მომზადებული იყოთ წყალმომარაგების ან ელექტროენერგიის შეფერხების შემთხვევაში.

 

მიუხედავად ამისა, ასეთი მზადყოფნა ვერ დაგეხმარებათ დაავადების ეპიდემიის დროს. რაც არ უნდა გავრცელდეს ვირუსი, ის იმაზე დიდ საფრთხეს ვერ მოგაყენებთ, როგორსაც მაგალითად, ძლიერი მიწისძვრა ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმა. შესაბამისად, სულაც არ არის აუცილებელი, მოიმარაგოთ 50 შეკვრა ტუალეტის ქაღალდი ან ათობით კილოგრამი მაკარონი.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე გამოცხადდეს უხანის მსგავსი კარანტინი, რადგან კარანტინი ვერ შეაჩერებს დაავადებას, რომელიც უკვე თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

 

თუმცა, აუცილებელია გქონდეთ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი დაინფიცირდება და სახლს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ დატოვებთ. ეს კი გულისხმობს პირველადი საჭიროების საგნების მარაგს, რომელიც საკუთარი თავის მოსავლელად დაგჭირდებათ, მაგალითად, საკვები და მედიკამენტები.

 

და თუ მაინც დაავადდით, ყველაზე ცუდი რამ, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, არის სუპერმარკეტში გაქცევა, სადაც დაავადებას აუცილებლად გადასდებთ სხვა ადამიანებს. ამიტომ არის საჭირო, მომარაგებული გქონდეთ მცირე ოდენობით პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები.

 

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

 

წყარო პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up