ოთარ ზურაბიშვილი: მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს

ოთარ ზურაბიშვილი: მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს

access_time2018-11-26 16:18:54


„მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ, ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ- ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაწყებული 1975 წლიდან მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი ერთერთი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია რაც ვარ მისი თავმჯდომარე. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემსას,"  აცხაებს საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი. 


ოთარ ზურაბიშვილი: "ალბათ იცით, რომ ჩემ დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი.



მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს პრეზიდენტს, რ არ არის რომელიმე პარტიის მიერ წარმოდგენილი საშუალებას, რომ ა რ ჩაერთოს პარტიულ ბრძოლაში. და ამგვარად, იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი.



სალომეს 30 წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად ესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები. საქართველოს და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად."



მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი."



(R)





მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up