ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა

ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა

access_time2022-11-25 10:00:16

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ წინსვლას, მიმდინარე პროექტებს და კონკრეტული მიმართულებებით გამოწვევებს.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, დარგობრივი განვითარება მეცნიერული კვლევების და ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია.  შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის აქტიური თანამშრომლობა.

„ჩვენი მეცნიერების აქტიური ჩართულობა და მათი რესურსის გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.  ჩვენ ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიასთან,  სამეცნიერო წრეებთან; ასევე, განვსაზღვრავთ, თუ  რა სქემით უნდა მოხდეს მათი ჩართვა სამინისტროს კონკრეტულ პროექტებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე, მიწის კონსოლიდაციისა და ბალანსის, მელიორაციის, სასურსათო უსაფრთხოების, ციტრუსისა და მისი კონცენტრატის წარმოების, მარცვლოვანი კულტურების განვითარების, მეცხოველეობის, სუბსიდირების, მექანიზაციის, სახიფათო ნარჩენების მართვის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ აღინიშნა, რომ მეცნიერებათა აკადემია, სამინისტროსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს. შეჯერებული   გადაწყვეტილებების მიღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას, მეორე მხრივ, გააძლიერებს მომიჯნავე დარგებს, რაც, საბოლოოდ,  ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე აისახება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და...


მსგავსი სიახლეები

up