“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხება არ გვაქვს“ - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაურა, რითაც საქართველოს სურსათით მომარაგების გარშემო გაჩენილ კითხვებს გამოეხმაურა, მისი თქმით სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროცესზე მუდმივი კონტროლი აქვს.
“მინდა შევეხო იმ საკითხებს, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს, პირველ რიგში ეს არის სურსათით მომარაგება, მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის ომია, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებლები იყვნენ, ბუნებრივია, რომ ისმის კითხვა იმაზე ხომ არ შეექმნება სურსათით მომარაგების პრობლემა, მინდა გითხრათ რომ ჩვენ ეს პროცესი მუდმივ მონიტორინგზე გვყავს , გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხება არ გვაქვს“ - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.