ოთარ ნადარაია - ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება, თუმცა შესაძლოა, უფრო გამყარდეს

ოთარ ნადარაია - ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება, თუმცა შესაძლოა, უფრო გამყარდეს

access_time2020-02-25 20:45:25

ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი გამართლდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ლარის გამყარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა.

 

„ჩვენი პროგნოზი, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და მოსალოდნელი იყო მისი გამყარება, გამართლდა. თავისთავად, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ძლიერმა საგარეო სექტორმა, ასევე მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა“, – განაცხადა ნადარიამ და აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა შემცირდა.

 

ამასთან, მისი თქმით, არარეზიდენტების მიერ დიდია ფასიანი ქაღალდებით დაინტერესებაც, ასევე მნიშვნელოვანია მოლოდინები.

 

„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ფასი სავარაუდოდ, 2.82 ლარის ფარგლებში იქნება.

 

„პროგნოზს რაც შეეხება, ამის ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ჩვენი გათვლებით, შეიძლება, მიმდინარე წელს საპროგნოზოდ გამოვიყენოთ – ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოში დოლარი გაძლიერდა და სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები შესუსტდა. ლარი არ შესუსტდა, რადგან ისედაც იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით ვფიქრობთ, რომ ერთი აშშ დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა თუ ევრო, ლირა და რუბლი გაძლიერდა დოლართან მიმართებაში, ვფიქრობთ, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება.

 

წყარო: პირველი არხი





ვინ რა კითხა გიორგი გახარიას

ვინ რა კითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...


მსგავსი სიახლეები

up