ოთარ ნადარაია: „ლარის 2.95-იან ნიშნულზე დაფიქსირების შემთხვევაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება “

ოთარ ნადარაია: „ლარის 2.95-იან ნიშნულზე დაფიქსირების შემთხვევაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება “

access_time2019-10-01 10:00:18

„იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი მოლოდინების გადალახვას შეძლებს და ლარის აშშ დოლართან კურსი, დღეისათვის არსებული ლარის ეფექტური კურსიდან გამომდინარე, დაახლოებით 2.85-იან ნიშნულამდე გამყარდება. მაგალითად, ლარის თუნდაც 2.95-იან ნიშნულზე დაფიქსირების შემთხვევაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება. შესაბამისად, 2.95-იანი ნიშნული ცალსახად მიუღებელია,“-ასეთია „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით.



როგორც ცნობილია, ოთარ ნადარაიამ დაახლოებით ორი თვის წინ, რუსული სანქციების დაწესების და მოლოდინის პერიოდში განაცხადა, რომ ლარისთვის ეს ახალი შოკი იქნებოდა და დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაზრდლიყო, რასაც შედარებითი გამყარება მოჰყვებოდა. ნადარაიას პროგნოზი დარგის სხვა სპეციალისტებთან შედარებით, ყველაზე მეტად გამართლდა — ამ განცხადების შემდეგ ორ კვირი კვირაში, 1 აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში 3 ლარი ღირდა.



დღეს მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა უკვე მეორდ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, დღეს 10:00 საათისთვის დოლარი 2,9725 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ  დადგენილი კურსით, დღეს  ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9770 ლარია. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0218 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2515 ლარია. ცვლილებამ 0.0229, ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



რატომ ვერ მოახდინა ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებულმა სავალუტო ინტერვენციამ ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ეფექტი, ამის საპასუხოდ ნადარაია აცხადებს, რომ არსებობს გაუფასურების მოლოდინები, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ლარის კურსზე. ნადარაია დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ გაჩერდება წინა კვირას გაკეთებულ ინტერვენზციაზე და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მათ შორის, რეფინანსირების პროცენტის გაზრდას, უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვების შემსუბუქებას.


„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ მართალია საგარეო სექტორი ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ადრე, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია. ამიტომ, ლარი ასეთი გაუფასურებული ცალსახად არ უნდა იყოს. ამასთან, ნადარაიას განცხადებით, ახლა მთავარი არა საგარეო სექტორი, არამედ ინფლაციაზე ზეწოლაა, რომელიც ეროვნული ბანკის განცხადებიდანაც ჩანს, რომ მიუღებელია. რეალურად, მთავარი გამოწვევა არის ინფლაციური ზეწოლა. გაზრდილია მოლოდინები. წლიური ინფლაცია არის 4.9%-ი, მაგრამ საბაზრო ეფექტებმა შეასრულა მნიშვნელოვანი შემაკავებელი როლი და თუ ეს კურსი დარჩა, ინფლაცია კიდევ გაიზრდება. ნადარაიას განმარტებით, ეს ისეთი მაჩვენებელია, რომელიც მაღალია და ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. მისი აზრით, ლარის კურსის მხრივ ახლა სწორედ ინფლაციაზე უნდა დავკონცენტრირდეთ და არა საგარეო სექტორზე.




„აგვისტოს ინფლაციას თუ ვნახავთ, გაზრდილია 4.9%-ზე, წინა თვეებთან შედარებით, ძალიან ბევრი პროდუქტი გაძვირდა, ეს როგორც წესი მოლოდინებზე მოქმედების ინდიკატორია. აგრეთვე, საყურადღებოა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების იმპორტულთან შედარებით უფრო მეტი ზრდა. ასევე, აგვისტოში, მწარმოებელთა ფასების ინდექსი დაახლოებით 11%-ით არის გაზრდილი. ხშირად ეს არის სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორი. ფასების მკვეთრი, ორნიშნა მაჩვენებლებით ზრდა ასევე ფიქსირდება ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით.



ბანკების ლიკვიდურობას თუ შევხედავთ ვალუტების მიხედვით, ბოლო პერიოდში ვალუტა გროვდება იმიტომ, რომ საზღვარგარეთიდან თახნების ლარში მოზიდვა შეზღუდულია, რადგანაც საკმარისი ნდობა ლარის მიმართ არ არის. გარდა ამისა, დეპოზიტების კუთხითაც არ არის ლარში დაზოგვის საკმარისი ტენდენცია. შესაბამისად, საბანკო სისტემა იმის გამო, რომ ასეთი მოლოდინებია, ამ ვალუტის ეკონომიკაში ისევ მიმართვას სრულფასოვნად ვერ ახერხებს და შოკი აქედან უფრო ძლიერია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ლარის სესხები იზრდება,“-
აღნიშნავს ნადარაია.  (ვრცლად თიბისი კვლევების პუბლიკაციები ხელმისაწვდომია საიტზე www.tbcresearch.ge )



როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა 2019 წლის 27 სექტმებრეს აცხადებდა, რომ  ლარის მიმართ უარყოფით მოლოდინების  ბოლო ტალღის წამომწყები ივნისის მოვლენები იყო.


„ფუნდამენტურად ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ლარი რაღაც პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას, თუმცა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბაზრის მოთამაშეების მოლოდინები, რაც თავის მხრივ, კურსში აისახება. ყველაზე თვალნათლივ და მარტივად დასანახია სესხების გალარების სისწრაფე და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდა, რომელიც ლარის გაუფასურებაზე ახდენს ზეწოლას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.


მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ხელში ბევრი ინსტრუმენტია, რომლებიც გამოყენებული იქნება კურსის დასტაბილურებისთვის.



სოფო ქსოვრელი 




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up