ოთარ ნადარაია - რა სცენარიც უნდა ავიღოთ, კორონავირუსის გამო მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს

ოთარ ნადარაია - რა სცენარიც უნდა ავიღოთ, კორონავირუსის გამო მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს

access_time2020-03-11 23:15:24

კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ეს მაინც მოკლევადიანი შოკი იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს. პირველი სცენარი გლობალური ეკონომიკის დიდი შოკიდან შედარებით სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში, გამოცოცხლებას გულისხმობს. მეორე სცენარით ეკონომიკა გაცილებით ნელა იკრებს ტემპს და დაახლოებით მესამე კვარტალში გამოდის მდგომარეობიდან, ხოლო მესამე სცენარით მოსალოდნელია გლობალური ვარდნა.

საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევითი დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილის მოსაზრებით, თუ პირველი სცენარი შედგა, მოვლენები საქართველოში სავარაუდოდ, ჩინეთის მსგავსად განვითარდება და ეკონომიკა ორი თვის შემდეგ გამოცოცხლდება.

„ჩემი ინფორმაციით ჩინეთში მოხდა ამ ვირუსის შერჩება, ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო და ეს პროცესი გრძელდება. თუ ამას გავიხილავთ ჩვენ შემთხვევაშიც, საქართველოში რთული მარტი-აპრილი გვექნება და შემდეგ ტურიზმის გამოცოცხლებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ეკონომიკა დაჩქარდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი უფრო მეორე სცენარის განვითარებას ელოდება, რადგან მართალია მდგომარეობა ჩინეთში სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სიტუაცია სხვა ქვეყნებში უარესდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მარტი, აპრილი და მაისი რთული თვეები იქნება და იგივე განმეორდება, რაც ჩინეთში. 


„დაახლოებით შუალედური სცენარი უნდა ავიღოთ, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ და თუ იმ ტემპს ავიღებთ, რომლითაც ჩინეთმა მოახერხა ამ პრობლემასთან ჯერ ვერ ვიტყვი რომ გამკლავება, მაგრამ ყოველ შემთხევაში გაუმჯობესებული ტრენდის დადება, ვფიქრობთ, რომ მარტი-მაისის პერიოდში სხვა ქვეყნებშიც იგივე მოხდება. რა თქმა უნდა, არის კითხვები ეფექტიანობაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება სხვა ქვეყნების მთავრობა, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი გავრცელების კერაა და იქ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური იყო“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისი პროგნოზით, აღნიშნული სამი თვე ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვისაც ძალიან მძიმე იქნება, თუმცა ზაფხულიდან სიტუაცია სავარაუდოდ, დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, წელს ტურისტული ინდუსტრია ნადარაიას მოსაზრებით, წლიური ზრდა ამ სექტორში მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, ნავთობის ფასის მკვეთრი რყევის გამო, გაუფასურებული რუსული რუბლიც დიდი ალბათობით ქართული ეროვნული ვალუტის კურსზეც უარყოფითად აისახება. თუმცა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც მოკლევადიანი შოკია მოსალოდნელი.

„რეალურად, რა სხვადასხვა სცენარიც უნდა ავიღოთ, მაინც მოკლევადიანი შოკი გვაქვს. გარკვეულ პერიოდში ეს დამთავრდება. აკადემიურად მოკლევადიანი შოკი გრძელვადიანი შოკისაგან იმით განსხვავდება რომ ამ მოკლევადიან პერიოდში [ფინანსური] შემოდინების დაბალანსება შესაძლებელია მანამ, სანამ ეს აღდგება. ამიტომ პირდაპირ რომ ვთქვათ, საგარეო დაფინანსებით ვალუტის შემოტანა მნიშვნელოვანია. კურსს რაც შეეხება, სამწუხაროდ ლოგიკურია, ლარი რომ გაუფასურდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღევანდელ ნიშნულზე მეტად გაუფასურება, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ამას [ეროვნული ბანკის მხრიდან] რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება მონეტარული კურსის შერბილებას, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დღევანდელი ნიშნულიდან კურსმა კიდევ გააგრძელა გაუფასურება, ვფიქრობ, დასაშვებია მოხდეს [მონეტარული პოლიტიკის] გამკაცრება ლარში და შერბილება უცხოურ ვალუტაში, რაც 2019 წელს მოხდა. არც [ეროვნული ბანკის ს სავალუტო] რეზერვების გაყიდვას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისი განმარტებით, თუ ლარის კურსი კიდევ გაუფასურდა, შესაძლებელია ინფლაციაზე ზეწოლა მოახდინოს.

„ჩვენი „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ნავთობის ფასი, ვთქვათ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი თუ ის იქნება, რაც დღეს ანუ ბარელზე დაახლოებით 40 აშშ დოლარი და გაცვლითი კურსიც დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნდა,ინფლაცია 2020 წელს დაახლოებით 2-3 პროცენტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით, დღევანდელზე მეტი გაუფასურება გამოიწვევს ინფლაციურ ზეწოლას“, – განუცხადა ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up