ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“

ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“

access_time2020-04-08 10:00:12

COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება ლარის კურსზე, რომელიც წლის დასაწყისიდან ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებაში, თუმცა მარტიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ლარის კურსის მცირედი გამყარების ტენდენციით წასვლა, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.


მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს.


„მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია  გაითვალისწინებენ და  ძალაში შეიყვანენ. მთავრობამ ამ შეთავაზების შემდეგ დაინახა, რომ პირდაპირ ინტერვენციებს სჯობს  ამის ჰეჯირება მოხდეს, რომ უფრო ნაკლები ხარჯით გავიაროთ ეს მტკივნეული პერიოდი, ისინი დაგვეთანხმნენ და მგონი მუშაობენ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც სავალუტო შემოდინებები საგრძნობლად შემცირდა და ეს მოლოდინებთან ერთად ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს, ჰეჯირება ძალიან ქმედითი და მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება.



„ჰეჯირება ძალიან ქმედითი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დღეს ფუნდამენტური პრობლემაა ის, რომ სავალუტო შემოდინებები დაგვაკლდა და ეს მოლოდინებთან ერთად ლარის კურსზე მოქმედებს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ეს მოლოდინები ამ სავალუტო შემოდინებების ნაკლებობას მნიშვნელოვნად ამწვავებს. თუ ჩვენ გვაქვს გაუფასურების მოლოდინები ეს ნიშნავს, რომ დეპოზიტარები და ინვესტორები უფრო მეტად იხრებიან ვალუტისკენ, ხოლო სესხების მხარეს უმეტესობა ლარისკენ იხრება. როგორც ეს საპროცენტო განაკვეთების დინამიკიდან ჩანს, პროცენტები ლარში იზრდება და არა ვალუტაში. ეს იწვევს იმას, რომ კურსზე ძალიან დიდი ზეწოლა გვაქვს და ჰეჯირება ამ დროს ხელს უწყობს არსებული ვალუტის გარდაქმნას ლარად ისე, რომ კურსს არ დააწვეს. პირიქითაც კი, ეს ლარის გამყარებას იწვევს. განსხვავებით დამატებით ლარის მიწოდებისაგან, რაც ჰეჯირების შემთხვევაში შედარებით უფრო მეტი მასშტაბითაა შესაძლებელი, რადგანაც ბაზარზე ვალუტის მიწოდება იზრდება. საფინანსო ორგანიზაციები არსებულ ვალუტას გადაახურდავებენ ლარში, შემდეგ კი ამ ლარს გასცემენ სესხებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ჩვენ ერთდროულად ლარის მიწოდებასაც ვახდენთ და მეორე მხრივ ეს კურსის გამყარების მიმართულებით მუშაობს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი ჰეჯი ანუ ბუნებრივი დაზღვევა მთავრობა და ეროვნული ბანკია. ლარის კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფოს რისკიც არის, ამიტომ გამოდის რომ მთავრობა გარკვეულწილად თავის რისკს აზღვევს“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.


ეკონომისტის თქმით, ჰეჯირებას დადებით ფაქტორებთან ერთად უარყოფითიც გააჩნია, მაგალითად ის რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს, ამიტომ იმედოვნებს, რომ დიდ თანხები არ იქნება საჭირო, რაც შესაბამისად მათ რისკს შეამცირებს.


ჰეჯირების დროს უარყოფითი ფაქტორიც არსებობს, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს, მაგრამ აქ დიდ თანხებზე არ არის საუბარი, ამიტომ ამ რისკის აღება შესაძლებელია. მთლიანობაში, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვფიქრობ რომ ეს ინსტრუმენტი შოკის მნიშვნელოვანი შემარბილებელი ფაქტორია. თანაც, ამას პრაქტიკულად მყისიერი ეფექტი ექნება. თავისთავად, არ იქნება რაციონალური ის ვითარება, როდესაც საფინანსო ინსტიტუტებს დამატებით სავალუტო რესურსის მოზიდვა შეუძლიათ, და ამ რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ბოლომდე ვერ მოხერხდება. ამდენად ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ უკვე გაჟღერებულ საგარეო დაფინანსებასა და ეროვნული ბანკის ინტერვენციებთან ერთად, შოკის შერბილებაში აღნიშნული ინსტრუმენტიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up