ოთარ კახიძე - დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ

ოთარ კახიძე - დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ

access_time2021-04-10 13:37:14

ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე პარტიიდან გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის წასვლას. როგორც ის აცხადებს, მას პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია წარმოუდგენია.
მე ყოფილი თანაგუნდელებისგან განახვავებით არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას, ეს განხილვა არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. რაც შეეხება მათ წასვლას, არადროსაა კარგი, როცა ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენ პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით, მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას. ვგულისხმობ, აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ განვიხილავ და იმედია, ამასთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია, ვთვლი, რომ ის გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რასაც ვარდების რევოლუცია 2003 წელს ეფუძნებოდა. ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია, - განაცხადა კახიძემ.
მისივე განმარტებით, არ სურს ხელის გაშვერა დაიწყოს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.
დაპირისპირება არსებობდა, ეს იყო საჯარო, ჩემსა და გიგის შორისაც იყო ეს პრობლემები, არ მინდა ამ საკითხებს მივუბრუნდე და ხელის გაშვერა დავიწყო ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომლებთანაც საერთო ბრძოლა და გამოცდილება მაკავშირებს,- განაცხადა კახიძემ.

Ipn.ge




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up