ოთარ ანგურიძე: ზაზა ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო და ქმედითი ნაბიჯი გადადგა

ოთარ ანგურიძე: ზაზა ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო და ქმედითი ნაბიჯი გადადგა

access_time2018-10-27 15:53:47


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კომპანია "ოჯთ"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო და ქმედითი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მისივე თქმით, სახელმწიფო ლოიალურადააა განწყობილი იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც ამდენი დასაქმებული ადამიანი ჰყავს.


"როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილიც მიხვდა, რომ არ იყო მისთვის სახარბიელო მდგომარეობაში და გადაწყვიტა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. იმ გამოქვეყნებულ ვიდეომასალასაც გაუვიდა "ვადა". თუნდაც ის, ფაქტი, რომ კომპანიამ ჯერ მხოლოდ 1 მილიონი ლარი ჩარიცხა და მოითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, რასაც ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაქცია მოყვა, დასაფასებელია. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც ამ საწარმოში არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა, მათი უმუშევრად დარჩენა არავის სურს. ამიტომ, მათი მხრიდან ასეთი ლოიალური ნაბიჯი გასაგებია. პრივილეგიაზე საუბარი არაა. სახელმწიფო ხელს უწყობს კომპანიას, გააგრძელოს წარმოება, მიიღოს შემოსავალი და დარჩენილი დავალიანებაც გადაიხადოს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი მსხვილი კომპანიიის არსებობა, როგორიც "ომეგა ჯგუფია", რადგან მოგეხსენებათ, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის ის", - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.



შეგახსენებთ, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა.


როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით






ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის დადგენილების გადავადების მიზნით ჯანდაცვის კომიტეტის გამართვას ითხოვს

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის დადგენილების გადავადების მიზნით ჯანდაცვის კომიტეტის გამართვას ითხოვს
access_time2019-11-19 14:34:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება ( ამოქმედება 21 ნოემბრიდან) , რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი , ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა
access_time2019-11-19 13:30:10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) შეხვედრას ახალ ბიზნესომბუდსმენთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი, რის შემდეგაც ისაუბრა ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ. მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის,...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....


მსგავსი სიახლეები

up