ოთარ ანგურიძე: ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკამ, რომელიც 2019 წლის ივლისის მაჩვენებლებს ასახავს, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია

ოთარ ანგურიძე: ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკამ, რომელიც 2019 წლის ივლისის მაჩვენებლებს ასახავს, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია

access_time2019-08-09 18:46:14


ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკამ, რომელიც 2019 წლის ივლისის მაჩვენებლებს ასახავს, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია  წერს სოციალურ ქსელში ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

პოსტს “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:




დასახელდა სამი განსხვავებული მაჩვენებელი, ამასთან, ორი ეკუთვნის უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიებს, რომელთა შეფასებებითაც ქართველი და უცხოელი ინვესტორები სარგებლობენ. ამ ორი კომპანიის მაჩვენებლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება - ერთი მეორისგან 4-ჯერ მეტია. „გალთ ენდ თაგარტის“ ვერსიით ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო „თიბისი რისერჩის“ - ის თანახმად, 20 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ან ერთია მართალი, ან მეორე, ან - არცერთი. ყოველ შემთხვევაში, დიდი ეჭვია, რომ ორივე კომპანიის მეთოდოლოგია „შეკეთებას“ საჭიროებს.



რაც შეეხება მეთოდოლოგიას, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის შემოსავლების კლების მონაცემი გამოაქვეყნა, გამოიყენება მთლიანი ეკონომიკური ეფექტის შესაფასებლად და მოიცავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მოგზაურების მთლიან რაოდენობას (რეგულარული და 15 წლამდე ასაკის მოგზაურების ჩათვლით.). მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების შეფასება ასახავს მთლიან სავალუტო შემოდინებას, რომელსაც იღებს საქართველო და რომელიც წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვან კომპონენტს.



სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ეროვნული ბანკის ინფორმაციით მოგზაურების შემოსავლები 2019 წლის ივლისში 375 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო წინა წელთან შედარებით დანაკლისი 58 მილიონი იყო.




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up