ოთარ ანგურიძე - „სსფ და ADB ბოლო წლებია სტაბილურად აქვეყნებენ საქართველოს მისამართით პოზიტიურ ანგარიშსა და შეფასებებს“

ოთარ ანგურიძე - „სსფ და ADB ბოლო წლებია სტაბილურად აქვეყნებენ საქართველოს მისამართით პოზიტიურ ანგარიშსა და შეფასებებს“

access_time2020-09-16 18:26:59

„მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული სახის შეზღუდვები, რომლებიც უკავშირდება ვისურის შეკავებას. პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური ვარდნა და ზოგიერთი სახელმწიფო კი, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. ამის ფონზე, კი საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პოზიტიური შეფასებები არ ჩერდება და ყველა ერთხმად აღნიშნავს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში.
მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა ვარდნა პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს აზიის განვითარების ბანკი ADB საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ს პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ ძირითადად ზრდა მოსალოდნელია ტურიზმში, მოხმარებაში, ექსპორტსა და ინვესტიციებში“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.



„2020 წელს ბანკი 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რასაც პანდემიიდან წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირებს. ADB დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-დან მომდინარე ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, ეს ეხება საბანკო რეგულაციებს, საგადასახადო ადმინისტრირების შერბილებას, სოციალური პაკეტების გაფართოებას, გაჩერებული ბიზნესების ფრთხილ ამოქმედება და შიდა ტურიზმის წახალისებას.



შეფასების მიხედვით საქართველოს პროგნოზი აპრილი თვის შემდეგ გაუმჯობესებული და ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წელს 6%-ს პროგნოზირებს, ხოლო 2021 წელს 4,5%-ს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მისამართით მორიგი პოზიტიური შეფასება გამოაქვეყნა. მისია ყოველწლიურად ახორციელებს ვიზიტს საქართველოში და ახორციელებს უმაღლესი რანგის შეხვედრებსა და შესაბამის კვლევას, რომელსაც შეჯამების სახით აქვეყნებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო მისიის ბოლო ანგარიში პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალური მოკვლევისა და ოლნაინ შეხვედრების შედეგად შემუშავდა.



ფონდის მოხსენებაში განიხილავს იმ ობიექტურ მოცემულობას, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს ეკონომიკის შეზღუდულობის კუთხით. კერძოდ, ეს ეხება ტურისტული ნაკადების შემცირებას და ძირითადი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მძიმე პანდემიურ სიტუაციას, რომელთა წარმატებაზე დიდწილად არის საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დამოკიდებული.




სსფ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი პანდემიის მართვას, როგორც ჯანდაცვის ასევე, ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით. მისია აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საგადასახადო ადმინისტრირების შემსუბუქებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური დახმარება აღმოჩნა ეფექტური მოსალოდნელი ნეგატიური გავლენების შეკავების კუთხით.



აქვე, მისი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი რეფორმები რომლებიც უკავშირდება პენსიების ინდექსირებას, გადახდისუნარიანობის კანონის მიღებას და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის მართვას არის პოზიტიური სიგნალი სტრუქტურული რეფორმების კუთხით და მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.



სსფ და ADB ბოლო წლებია სტაბილურად აქვეყნებენ საქართველოს მისამართით პოზიტიურ ანგარიშსა და შეფასებებს, თუმცა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემიასთან ბრძოლა, ფონდის მიერ მსგავსი შეფასება არის აშკარად, გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იმ გადაწყვეტილებების კუთხით, რომელიც მთავრობამ მიიღო მოსალოდნელი სოციალური ფონის დასაბალანსებლად და ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ეს არის მორიგი მხარდაჭერა და არღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ, რომელიც განხორციელდა პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების კვალდაკვალ. შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ეკონომიკის შეზღუდვებისა და გახსნის გადაწყვეტილებები იყო დროში სწორად განსაზღვრული“  – წერს ანგურიძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up