ოთარ ანგურიძე - „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი

ოთარ ანგურიძე - „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი

access_time2018-09-03 16:01:55

საქმიანობის სახეების მიხედვით ეკონომიკის ყველა სექტორში გაზრდილია, როგორც ბრუნვა ასევე საერთო გამოშვება, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მიერ 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემების კომენტირებისას. მისი თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგები გვიჩვენებს რომ ეკონომიკაში გაზრდილია კერძო სექტორის როლი.



„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია 19,7%-ით და შეადგინა 19,9 მლრდ ლარი. აქედან, მსხვილ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 22,6%-ით, საშუალო საწარმოთა - 25,2%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 12,6%-ით. დასაქმებულთა 63,2% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე. ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება საშუალო საწარმოებზე - 1303,2 ლარი, შემდეგ მოდის მსხვილი ბიზნესი - 1210,3 ლარით და მცირე ბიზნესი - 996,3 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 4%-ით და 25,2 ათასით მეტი ახალი ადგილი შეიქმნა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



ოთარ ანგურიძის განცხადებით, ასევე, პოზიტიურ ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდა 12,7%-ით (10 მლრდ ლარი), სადაც მსხვილი საწარმოთა გამოშვების ზრდა შეადგენს 11,5%-ს, საშუალო საწარმოების გამოშვება 15.9%-ით და საშუალო საწარმოების 11,9%.დამამუშავებელი მრეწველობის მზარდი ტენდეცია, რომელიც შეადგენს 22,9%-ს, რომელსაც მოსდევს მშენებლობა 18,7%-ით.
„მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. იმ შემთხვევაში თუ, უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოთა მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.


„კომერსანტი“ 




„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“
access_time2020-02-21 13:30:31
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...


მსგავსი სიახლეები

up