ოთარ ანგურიძე - რეიტინგების გაუმჯობესება ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს

ოთარ ანგურიძე - რეიტინგების გაუმჯობესება ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს

access_time2019-04-13 13:45:36

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „S&P“ –მ გააუმჯობესებს და სტაბილურიდან პოზიტიურად გაზარდა. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძის განცხადებით, პერსპექტივის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა გადააჭარბოს სარეიტინგო კომპანიის პროგნოზებსა და მოლოდინებს.


ოთარ ანგურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კომპანიის შეფასებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე. კერძოდ, აღსანიშნავია სავალუტო კურისის მიმართ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და თავისუფალი გაცვლითი კურსის შენარჩუნება; საქართველოს ფისკალური სექტორის მხრიდან შენარჩუნებული მდგრადობა და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან სტაბილურ დონეზე შენარჩუნება; საერთაშორისო რეზერვების ადექვატურობის შესაბამის მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნება; ბოლო ორ წელში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება; პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართ განხორციელებული რეგულაციები და სხვა.


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „S&P“ – ი განსაკუთრებულად გამოყოფს და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, აღსანიშნავია კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა, საპენსიო, განათლების და საგადასახადო რეფორმები.



„მიუხედავად პოზიტიური შეფასებისა, სარეიტინგო კომპანია ასახელებს რისკებსაც რომელიც ჩვენი ეკონომიკის წინაშეა. ესენია, დოლარიზაციის კვლავ მაღალი მაჩვენებელი, სუსტი საგარეო სექტორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლო შემცირება, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უკავშირდება. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციითა და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან საგულისხმოა,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი რეიტინგების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას, გაზრდის ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესებს, რაც საბოლოოდ აისახება ფინანსური რესურსების მიმართ შეღავათიანი პირობებით მეტ ხელმისაწვდომობაზე.


“კომერსანტი“




ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...


მსგავსი სიახლეები

up