ოთარ ანგურიძე: „იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი  20% მაინც გვქონოდა, როგორი გათვლაც გვქონდა, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება“

ოთარ ანგურიძე: „იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი 20% მაინც გვქონოდა, როგორი გათვლაც გვქონდა, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება“

access_time2019-08-05 21:20:11

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ეხმაურება. „კომერსანტი“ ტექსტს უცლელად გთავაზობთ:


„ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციის კიჟინი ტურიზმის რუსულ ბაზარზე მიბმის შესახებ მხოლოდ უპასუხისმგებლო და დესტრუქციული პოლიტიკური განცხადებები იყო.


სამწუხაროდ, დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გვაქვს ზრდის ტემპის სრული შეჩერება და ტურისტული ვიზიტების ჯამური ზრდა მხოლოდ 1%_ს შეადგენს, რაც წინა თვეების ინერციის დამსახურებაა. 2019 წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპი, რომლითაც ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.


იმის ნაცვლად, რომ ზრდის ტემპი გვქონოდა 20% მაინც, როგორი გათვლაც გვქონდა, რადგანაც ივლისიდან იწყებოდა პიკური სეზონი, ამის ნაცვლად მივიღეთ ზრდის პრაქტიკულად გაჩერება.



განსაკუთრებით ეს შესამჩნევია აჭარაში, სადაც ვიზუალურადაც მკაფიოდ ჩანს ტურისტის შემცირება. აჭარაში ივნისთან შედარებით ივლისში ექვსჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი, განსაკუთრებით რუსეთიდან.


ყურადსაღებია ივნისის მონაცემები, რადგანაც ამ თვის სტატისტიკა ყველაზე კარგად გვაჩვენებს ტურიზმის ზრდის დინამიკას სანქციებამდე. 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ივნისის მონაცემები აჭარაში გაზრდილია 40 პროცენტით. 140 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა აჭარაში 2018 წლის ივნისში, ხოლო 2019 წლის ივნისში გვყავდა 195 ათასი ვიზიტორი (სარფი და ბათუმის აეროპორტი).


სეზონის პიკი იწყება ივლისიდან, როცა 2018 წელს აჭარაში გვყავდა 220 ათასი ვიზიტორი. 40 პროცენტიანი თეორიული ზრდის შემთხვევაში 2019 წლის ივლისში აჭარაში პირდაპირ ჩასული ტურისტების რაოდენობა 300 ათასს გადააჭარბებდა. ამის ნაცვლად კი 2019 წლის ივლისში მივიღეთ მხოლოდ 234 ათასი ტურისტი, რომელიც აჭარაში ჩავიდა. ცხადია, რომ ეს შემცირება ვიზუალურადაც შესამჩნევია და ფინანსურადაც.
მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სექტორის შემცირება იწვევს შემოსავლების კლებას, რაც ყველაზე მწვავედ აისახება მოსახლეობაზე. დაკარგული შემოსავლები ქმნის ნეგატიურ მოლოდინს და ეს აისახება მათ შორის ლარის კურსზეც.


მნიშვნელოვანია, რომ სტატუს-კვო აღდგეს და მოიხსნას ის სანქციები და ნეგატიური ფონი, რაც აკარგინებს საქართველოს ტურისტებსა და შემოსავლებს“, წერს ოთარ ანგურიძე. 




ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up