„საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში ყოველწლიურად უმჯობესდება. გასაკუთრებით, პროგრესი უფრო თვალსაჩინოა, როდესაც ეს ხდება პანდემიის პირობებში, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებულია და საქართველოს საერთაშორისო მაჩვენებლები უმჯობესდება,“ - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შეფასებისას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა 2013 წლიდან, ხოლო საუკეთესო მაჩენებლების მიაღწია 2019-2020 წლების ანგარიშის მიხევით, ქრთამის აღების კუთხით მაჩვენებელი 1.3%-მდე გაუმჯობესდა), ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი 0.6%-მდე შემცირდა (საჯარო ტრანზაქციების %, სადაც ქრთამი და არაფორმალური სახდელი იყო მოთხოვნილი).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების მიხედვით კორუფციის თავისუფლების ინდექსის კუთხით საქართველომ 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნებში დასახელდა. 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა ასევე, მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვითაც.“ზოგადად, კორუფციის მაჩვენებელი არის ის ძირითადი ინდიკატორი, რომელსაც ინვესტორების აბსულუტური უმრავლესობა აქცევს დიდ ყურადღებას. შესაბამისად, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და მისი პარტნიორები EBRD, EIB, DFID, წარმოადგენს მნიშნელოვან დოკუმენტს, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას აქტიურად აწარმოოს მოლაპარაკებები საერთაშორისო ინვესტორებთან,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.