ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ  კავშირშია ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან

ოთარ ანგურიძე: მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან

access_time2019-08-15 13:05:32



საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არამხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გარკვეულწილად შეანელა ღვინის სექტორიც. რადგან, რუსეთის ბაზარი არის საექსპორტო ღვინის გასაღების მთავარი წყარო. შესაბამისად, სანქციების მოლოდინმა მეღვინეების მხრიდან შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა,  აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე


2019 წლის მაისის თვეში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 4 522 250 ბოთლი.



2019 წლის ივნისი - 4 209 866 ბოთლი.



2019 წლის ივლისი - 3 550 264 ბოთლი. (18%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით)



ანგურიძის თქმით, მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან.



აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა და მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და არის რეალური კონკურენტული გარემო. 2018 წელს საქართველოში რთველი ჩატარდა სუბსიდიის გარეშე და მიღებულ იქნა რეკორდული 230 ათასზე მეტი ტონა მოსავალი. ხოლო ჯამურად მევენახეობის შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის პროგნოზით 250 ათასი ტონა მოსავლის მიღება იგეგმება.



უნდა აღინიშნოს, რომ მეღვინეობა-მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც იძლევა საშუალებას რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ჩართული, რაც ინკლუზიურობის კარგი მაგალითა.



ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს მკაცრი პასუხი იმ პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცდილობენ მოსახლეობაში ხელოვნურად შექმნან უკმაყოფილობის ფონი.


(NS)





„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...


მსგავსი სიახლეები

up