ოთარ ანგურიძე:  ინვესტორები მათი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად

ოთარ ანგურიძე: ინვესტორები მათი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად

access_time2020-03-10 22:00:17

2019 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა არის დიდი შრომის შედეგი. იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში შეინიშნება კაპიტალის მოძრაობის შენელება და ინვესტიციების სიმცირე და ამას ერთვის გლობალური პოსტ კრიზისული ვითარება  არსებული მაჩვენებელი არის საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემი 2020 წლისათვის. მიუხედავად, მსოფლიო დაძაბულობისა ინვესტორები მათი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად.

მხოლოდ მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 347 მლნ აშშ დოლარი, რაც 102,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ხოლო მთლიანმა ინვესტიციებმა წინასწარი მონაცემებით 2019 წელს შეადგინა 1,267 მლნ აშშ დოლარი და მცირედით აღემატება 2018 წლის მოცულობას.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი და 172 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილმა 49,6% შეადგინა. ხოლო, მთლიანად 2019 წელს რეინვესტირების მოცულობამ შეადგინა 612,5 მლნ აშშ დოლარი. მთლიანი პუი-ს 48,3%. რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით.


2019 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში 20,6%-ით და შეადგინა 261,8 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოსდევს ენერგეტიკა, სადაც 193,9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მთლიანი ინვესტიციების 15,3% დაფიქსირდა. მოცულობით მესამე ადგილს იკავებს სასტუმროები და რესტორნები 12,4% და მოცულობით 157,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში ყველა სექტორში შეინიშნება ინვესტიციების ზრდა.

ამასთან, ნიშანდობლივია რომ იზრდება საქართველოს ეკონომიკით დაინტერესება სტაბილური და გავითარებული ქვეყნების მხრიდან. გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს გაერთიანებულმა სამეფომ, ირლანდიამ, თურქეთმა და ნიდერლანდებმა. რაც დამატებით წარმოაჩენს საქართველოს იმიჯს მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up