ოთარ ანგურიძე - Fitch” - ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

ოთარ ანგურიძე - Fitch” - ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

access_time2019-08-17 19:04:03


„Fitch” - ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აკრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ სარეიტინგო კომპანია „Fitch“ - ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზეა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 2018 წელს 7.7%-მდე, სადაც ნათქვამია რომ მომდევნო 2 წელიწადში ანგარიში შემცირდება 5.3%-მდე, რაზეც დიდ გავლენას იქონიებს საპენსიო სისტემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია იძლევა საფუძველს, რომ საგარეო ვალის შემცირება მოხდეს საშუალო ვადიან პერიოდში.


„როგორც კვლევიდან ვიგებთ რეიტინგის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პოლიტიკური მმართველობის ხარისხმა, შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემომ. აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს 2019-2020 წლების ეკონომიკურ ზრდაზე,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.


თეგები:
Fitch



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up