ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

access_time2019-11-20 21:14:07

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს,რომლის დასტაბილურობასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არამხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა.


,,სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი ჩაურევლობას მისი მხრიდან მხოლოდ ფასების სტაბილურობის ზრუნვას ასახელებდა, მაგრამ დღეს, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ იგნორირებულმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ფასების არასტაბილურობამდე საინტერესოა რას გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით?აქ, ალბათ მთავარი საკითხი ის არის რომ გვყავს ძლიერი ეროვნული ბანკი სუსტი კანონმდებლობითა და სუსტი შესაძლებლობებით. ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არამხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. რომლითაც მას შესწევს უნარი მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირების ფუნქცია. დღეს - ყველაფერი პირიქითააა.



ფორს მაჟორ სიტუაციაში, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური ზრდა გადააყოლოს ინფლაციას, რომლის დასტაბილურობასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია”
,- განაცხადა ოთარ ანგურიძემ.


"კომერსანტი" 





"არემჯი გოლდი" ახალ შეტევას ამზადებს - მიზანში სოფელი გომარეთია

access_time2020-01-21 15:28:27
აფეთქებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც ჯერ სტატუსი შეეცვალა და შედეგ განადგურდა, ეკოლოგიური ზიანი და ოქროს მოპოვება ღია კარიერული წესით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს ერთნაირად აზარალებს - ეს არის ,,არემჯი გოლდის” საქმიანობის შედეგი ქვემო ქართლში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მოსახლეობა საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობს მავნე ზეგავლენას, სახელმწიფო არაფერს აკეთებს. დუმილი რომ ოქროა, როგორც ჩანს, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამაც...

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...


მსგავსი სიახლეები

up