„ეკონომიკის 4,6 პროცენტიანი ზრდა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ პოზიტიურია“

„ეკონომიკის 4,6 პროცენტიანი ზრდა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ პოზიტიურია“

access_time2018-08-30 14:30:33

„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის შეფასებასთან არის საკმაოდ პოზიტიური მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რადგან, 2018 წლის ივლისის თვის 4,6%-ით ზრდა და შვიდი თვის საშუალო 5,5% ასახავს იმ ობიექტურ ფაქტორებს რომელიც არის ჩვენს ეკონომიკაში, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას.


ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მეტყველებს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი: იანვარ-ივლისში ექსპორტის 28,8%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის 22,9%. ჯამურად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 24,4%-ით და დღგ-ს გადამხდელთა 11,8%-ით ზრდა. ეს კი დასტურია, იმისა, რომ ქვეყანაში გაზრდილია მოხმარება და ადგილობრივი წარმოება. მისი თქმით, ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5,5%-მდე აწია და პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები. „საქართველოს ეკონომიკამ მოახდინა რეგიონში სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.



იმ ფონზე, როდესაც საგარეო შოკები და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები ჩვენი ეკონომიკის თანმდევ პროცესად იქცა,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.


„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებისა და მიმდინარე რეფორმათა მიმართ ქმნის იმ პოზიტიურ ტრენდს, რაზეც შესაძლებელია ბიზნესის, საზოგადოებისა და ინვესტორების მხრიდან სერიოზული იმედებისა და მეტი ოპტიმიზმის დამყარება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა და აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სუვერენული სარეიტინგო კომპანიის “Fitch”-ის გადაწყვეტილებების შეფასებისას.



გუშინ სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო. გასული კვირის ბოლოს კი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა დადებითად შეაფასა საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და თავის დასკვნაში სახი გაუსვა სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში საბანკო სექტორის სტრუქტურული მაჩვენებლების მიღწევის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე პროგრესს. სოსო არჩვაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ორგზის გაზრდა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტრენდს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, რაც კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სავალუტო ფონდმა, თავის შეფასებაში, ცალსახად მიუთითა, რომ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ პროგნოზზე გავლენა მოახდინა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საბანკო სექტორში არსებულმა ვითარებამ.



„ეს ზრდა კონკრეტულ ციფრებში რომ გადავიყვანოთ, გამოვა 1.3 პროცენტული პუნქტი, რომელიც თანხობრივად აჭარის რეგიონისთვის გამოყოფილი იმ ფინანსური რესურსის ტოლია, რაც გერმანიამ, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს გამოგვიყო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას შეეძლება ამ თანხა სხვა ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოყენება,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.



სოსო არჩვაძემ ასევე აქცენტი გააკეთა პოზიტიურ ზრდას ეკონომიკის რეალურ სექტორში. კერძოდ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ თითქმის 12-პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსისრდა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი თქმით, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ 21 აგვისტოს სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. მათი შეფასებით ქვეყანაში უზრუნველყოფილია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემო და რეგიონში არსებული შოკების პირობებში შენარჩუნებულია მაკროეკონომიკური მდგრადობა. ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია. მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.



„კომერსანტი“ 





„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...


მსგავსი სიახლეები

up