ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია Amazon-ის ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსს სთხოვს, რომ გაყიდვიდან ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნები ამოიღოს. ამის შესახებ კომპლექსის ადმინისტრაციამ Twitter-ზე დაწერა.
„მომწამლავი, ზიზღით სავსე ნაცისტების პროპაგანდა იყიდება არა მხოლოდ Amazon-ზე, არამედ ბრიტანეთში და აშშ-ში, გერმანიაში“, - ნათქვამია მიმართვაში. ასეთი წიგნების ამოღება გაყიდვიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
1tv.ge