ოსლო პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში სადაც ელექტრო ტაქსებს უსადენოდ დამუხტავენ

ოსლო პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში სადაც ელექტრო ტაქსებს უსადენოდ დამუხტავენ

access_time2019-03-22 22:00:14

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მალე პირველი ქალაქი გახდება მსოფლიოში, სადაც ელექტრო ტაქსებს უსადენო ტექნოლოგიით დამუხტავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.


ფინური კომპანია Fortum-ი აცხადებს, რომ გზებზე თეფშების მსგავს დასამუხტ მოწყობილობებს დაამონტაჟებს, ელექტრო ავტომობილებს კი ე.წ. „რესივერები“ დაუმონტაჟდება.



გეგმის მიხედვით 2023 წლიდან ოსლოში გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა იყოს. ნორვეგიას სურს 2025 წლამდე არსებული ავტომობილები ელექტროთი ჩაანაცვლოს. მსგავსი კურსი აირჩია ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც, რომელმაც გეგმის სრულად შესასრულებლად 2040 დაასახელა.


ნორვეგიაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ევროპის ავტომობილების მწარმოებელი ასოციაციის მონაცემებით, 2018 წელს ნორვეგიაში 46,143 ელექტრო ავტომობილი დაფიქსირდა, რაც ევროპაში გერმანიასთან (36,216) და საფრანგეთთან (31,095) შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.





კუს ტბამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - " უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ"

კუს ტბამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც "კომერსანტს" კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, "დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...


მსგავსი სიახლეები

up