ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა.
11 ნომინაციით ლიდერობს კინოსურათი Everything Everywhere All At Once. ფილმში მთავარ როლს მიშელ იოუ ასრულებს. ესაა ისტორიას მულტი სამყაროებს შორის მოგზაურ ქაკზე, რომელიც საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე წარადგენილია: Top Gun: Maverick, Avatar და The Banshees of Inisherin.
წელს ყველაზე პრესტიჟულ, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 5-ის ნაცვლად 10 კინოსურათია წარდგენილი. მათ შორის გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front, რომელიც ასევე წარადგინეს წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.
წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში, ჯილდოს მოპოვებას შეეცდება არგენტინული კინოსურათი Argentina, 1985, ბელგიური – Close, პოლონური – Eo და ირლანდიური The Quiet Girl.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულენი არიან: ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრაიზერი, პოლ მესკალი და ბილნაინი.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსისთვის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ქეით ბლანშეტი,ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო. მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ.
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოლებენ: მარტინ მაკდონაჰი, სტივენ სპილბერგი, დენიელ შაინერტი და დენკვანი, ტოდ ფილდი და რუბენ ესტლუნდი.
ოსკარების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 12 მარტს გაიმართება.