ოსიაურში ლოჯისტიკის დღე საზეიმოდ აღინიშნა

ოსიაურში ლოჯისტიკის დღე საზეიმოდ აღინიშნა

access_time2021-04-25 13:39:30

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის განახლებულ ბაზაზე აღნიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ლოჯისტიკის გვარეობისა და საბრძოლო დანაყოფების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წელი უმწიკვლო სამსახურისთვის ორი სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. ლოჯისტიკოსების ნაწილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“ ჩამოყალიბდა. ამ სტრუქტურებით ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას ჩაეყარა საფუძველი. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოჯისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.




თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up